თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 233 მლნ ლარით გაიზარდა და 18.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 19 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 163 მლნ ლარით გაიზარდა. თებერვალში საშინაო სახელმწიფო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა.

28 თებერვლის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.96 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 872 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 575 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი

ჩვენ გირჩევთ

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით გაიზარდა

როგორ დავუბრუნოთ დიდება ევროს?

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით გაიზარდა

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით გაიზარდა

წინა სტატია

საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს
12 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა
12 მარტი, 2019
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა