ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ლონდონში საერთაშორისო ორგანიზაციის FIRST პრესტიჟული ჯილდოს The International Award for Responsible Capitalism 2019 ოთხ გამარჯვებულს შორის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, მისმა სამეფო აღმატებულებამ პრინცესა ანამ ვახტანგ ბუცხრიკიძეს ჯილდო The FIRST Award for Promoting Responsible Capitalism in Adversity 2019 გადასცა. ხოლო აღნიშნულ ჯილდოზე ვახტანგ ბუცხრიკიძე EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ წარადგინა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 7 მარტს ლანკასტერის სასახლეში გაიმართა, ტრადიციულად, ესწრებოდნენ ლონდონის დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და ლონდონის თიბისი ბანკის ოფისის თანამშრომლები.

"27 წლის მანძილზე ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ საფინანსო კრიზისის, სამოქალაქო ომისა და შეირაღებული კონფლიქტების პირობებში. დღეს ჩვენი ბრენდი არის lovemark-ი საქართველოში, ყველაზე აქტიური კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით და აღიარებულია ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერად. ჩვენ ამ ყველაფერს მივიღწიეთ იმიტომ რომ ვაკეთებდით ბიზნესს, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

ჩვენ განვავითარეთ სპეციალური პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამ პლათფორმის ფარგლებში არა მარტო ფინანსურ დახმარებას ვუწევთ მათ, არამედ ინვესტირებას ვახდენთ მათ განვითარებასა და ზრდაში, სხვადასხვა პროგრამით, იქნება ეს ტრეინინგები, ლექციები, ბიზნესდაჯილდოება თუ შეხვედრები.

ჩვენი მთავარი მიზანია ციფრული ეკოსისტემების შექმნით ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივოთ.

მას შემდეგ, რაც მივაღწიეთ ასეთ დონეს საქართველოში, გადავწყვიტეთ გავფართოვდეთ სხვა ქვეყნებში. თიბისი მიზნად ისახავს თავისი მომხმარებელი გაზარდოს 10 მილიონამდე, რაც ამჟამინდელი მომხმარებლების რაოდენობის 5-ჯერ მატებას ნიშნავს. 

ეს ჯილდო მე არ მეკუთვნის, ეს ჯილდო ეკუთვნის თიბისის 7000 თანამშრომელს, რომლებსაც ჩვენი კულტურა და ფილოსოფია ჩვენს მომხმარებლებამდე მიაქვთ. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები დგანან ჩემს გვერდით,“ - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თავის სამადლობელ სიტყვაში.

ორგანიზაცია FIRST 2000 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ქვეყნის კერძო ბიზნესის ლიდერებს, წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის. 

სხვადასხვა დროს  FIRST-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: გიულერ საბანჩი, Sabanci ჯგუფის თავმჯდომარე; ჰოვარდ შულცი, Starbuck-ის დამაარსებელი; პოლ პოლმანი, Unilever-ის გენერალური დირექტორი;  ალან ვუდი, Siemens-ის აღმასრულებელი დირექტორი; ჯონ ბრაუნი, British Petroleum-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია  FIRST 1984 წელს დაარსდა. ის მიზნად ისახავს სტრატეგიული დიალოგის გაძლიერებას ინდუსტრიებს, საფინანსო სექტორსა და მთავრობას შორის. FIRST-ის ორგანიზებით არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და მაღალი დონის შეხვედრა ტარდება, რომელსაც ესწრებიან მთავრობის პირველი პირები და კორპორაციების აღმასრულებლები. ორგანიზაციის ექსპერტები მუშაობენ მსოფლიოს 60 ქვეყანაში, სამ კონტინენტზე. 2010 და 2013 წლებში ჟურნალი FIRST ორჯერ გახდა დედოფლის ჯილდოს, The Queen’s Award for Enterprise, მფლობელი.

ჩვენ გირჩევთ

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

წინა სტატია

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა
12 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

უკრაინული ქვაკუთხედი
13 მარტი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა