ქართული იურიდიული ფირმები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებს შორის - 2019 წლის რეიტინგი

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Chambers and Partners-მა ბიზნეს სამართლის მიმართულებით ქართული იურიდიული ფირმებისა და იურისტების 2019 წლის შეფასება გამოაქვეყნა. გლობალურ შეფასებაში ჯამში საქართველოში მოღვაწე 8 კომპანია მოხვდა. 

კომპანიები 3 ჯგუფშია გადანაწილებული. რეიტინგის პირველ კატეგორიაში (Band 1) საქართველოდან სამი კომპანია მოხვდა: BGI Legal, BLC LAW office და Dentons Georgia. 

რეიტინგის მეორე კატეგორიაში (Band 2) საქართველოდან 2 კომპანია მოხვდა: Business Legal Bureau და Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri (MKD) 

რეიტინგის მესამე კატეგორიაში (Band 3) საქართველოდან სამი კომპანიაა წარმოდგენილი: Gvinadze & Partners LLC, Law Firm Begiashvili & Co. Ltd და Nodia, Urumashvili and Partners Ltd. 

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეფასებას, Chambers and Partners-მა წელს 21 იურისტი გამოარჩია, მათ შორის ორმა - BLC Law Office-ის პარტნიორმა ალექსანდრე ბოლქვაძემ და Dentons Georgia-ს უფროსმა მრჩეველმა თედ ჯონასმა გამორჩეული პრაქტიკოსი იურისტის შეფასება მიიღეს.

იუსრისტების ინდივიდუალური შეფასების პირველ ჯგუფში მოხვდნენ: ავთო სვანიძე (Dentons Georgia), კახა შარაბიძე (Business Legal Bureau), ქეთი ქვარცხავა (BLC Law Office), ლაშა გოგიბერიძე (BGI Legal), ნიკა ღვინაძე (Gvinadze & Partners LLC) და ვიქტორ ყიფიანი (MKD). 

რეიტინგის მეორე ჯგუფში საქართველოდან სამი იურისტი მოხვდა: გიორგი ბეგიაშვილი (Law Firm Begiashvili & Co. Ltd), ნიკოლა მარიანი (MG Law Office) და ზაზა ბიბილაშვილი (BGI Legal). 

მესამე და მეოთხე ჯგუფებში მოხვდნენ ირაკლი მგალობლიშვილი, ოთარ ყიფშიძე, სანდრო ბიბილაშვილი, სოფო ფანჯიკიძე, თამთა ივანიშვილი, უნანა გოგოხია, არჩილ გიორგაძე, ბენჟამინ პაინე, ეფრემ ურუმაშვილი, გიორგი ბატლიძე. 

Chambers & partners დაახლოებით 30 წელია სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნებში კლიენტებისა და წამყვანი ფირმების ნდობით. საერთაშორისო კომპანია დამოუკიდებელი ექსპერტების მეშვეობით ავლენს და აჯილდოებს იურიდიულ სფეროში წარმატებულ ადვოკატებსა და იურიდიულ ფირმებს. 

გლობალური რეიტინგის გარდა, Chambers and Partners-მა ევროპის 2019 წლის შეფასებაც განაახლა. ევროპის რეგიონში გარდა ბიზნეს სამართლისა, ასევე შეფასებულია დავის გადაწყვეტის კუთხით საუკეთესო იურიდიული ფირმებიც. ამ შემთხვევაში საქართველოდან რეიტინგის პირველ კატეგორიაში მოხვდნენ BGI Legal და BLC; მეორე ჯგუფი აერთიანებს Dentons Georgia-ს, Kordzadze Law Office-ს და MKD-ს. მესამე ჯგუფში კი საქართველოდან Gvinadze & Partners LLC და Nodia, Urumashvili and Partners Ltd არიან წარმოდგენილები. ინდივიდუალური შეფასება კი საქართველოდან 13-მა იურისტმა მიიღო.

ჩვენ გირჩევთ

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 3.3 პროცენტით გაძვირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილები მცირდება

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 3.3 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 3.3 პროცენტით გაძვირდა

წინა სტატია

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა
21 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

შედეგზე მომართული შემოქმედებითობა
21 მარტი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა