ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის კურსმა კი 2.22 შეადგინა

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის კურსმა კი 2.22 შეადგინა

დღეს, 19 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის კურსმა დოლარის მიმართ კი 2.22 შეადგინა.

24 თებერვლის შემდეგ ეროვნულ ბანკს ვალუტის გაყიდვა არ განუხორციელებია. ბოლო დღეებში ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციის დაბრუნებამ, სავალუტო ინტერვენციის საჭიროება გამოიწვია.

ლარის კურსის გაუფასურების დაწყებიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სულ 240 მილიონი დოლარი გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *