თებერვალში ლარში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში შემცირდა

თებერვალში ლარში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში შემცირდა

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 136 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 46 მლნ დოლარით შემცირდა. პირველ მარტს საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.9% შეადგინა. თებერვლის დასაწყისში დოლარიზაცია 63.2%, ხოლო ერთი წლის წინ 63.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.8 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.

2018 წლის პირველ მარტთან შედარებით, 2019 წლის პირველ მარტს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.4 მილიარდი ლარითაა (19%-ით) გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 303 მლნ დოლარით (6%-ით).

2019 წლის პირველი მარტის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია, ერთი წლის წინ 2.9% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ია, ერთი წლის წინ 8.4% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *