საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, 88.6 ქულით (მაქსიმალური ქულაა 100). გასულ წელს საქართველო მე-6 ადგილზე იყო.

საგარეო ვაჭრობის თავისუფლება 2 კრიტერიუმით განისაზღვრება: ტარიფების დონე ვაჭრობაში (ექსპორტ-იმპორტში) და არასატარიფო ბარიერების არსებობა. საქართველოს საშუალო საიმპორტო ტარიფი 0.7%-ია, რაც საკმაოდ დაბალია. დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს უმეტეს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს.

არასატარიფო ბარიერები მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეზღუდვებს ვაჭრობაში, მაგალითად, როგორიცაა: რაოდენობრივი ქვოტები, ტექნიკური ბარიერები, ლიცენზიები, ნებართვები, ანტიდემპინგური ღონისძიებები, ემბარგო და სხვა. საქართველოში არასატარიფო ბარიერების დონეც საკმაოდ დაბალია და იშვიათ შემთხვევებში არის გამოყენებული.

თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.

ცხრილი: მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანა საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით

ადგილი

ქვეყანა

ქულა

საშუალო ტარიფი

1

ჰონგ-კონგი

95.0

0.0%

2

სინგაპური

94.8

0.1%

3

ახალი ზელანდია

92.4

1.3%

4

ჩილე

88.8

0.6%

5

საქართველო

88.6

0.7%

6

მავრიკი

88.4

0.8%

7

ალბანეთი

87.8

1.1%

8

ავსტრალია

87.6

1.2%

9

სვაზილენდი

87.6

1.2%

10

შვეიცარია

87.4

1.3%

წყარო: Heritage Foundation

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *