საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “აქსის თაუერსის” პროექტის ნაწილი გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “აქსის თაუერსის” ცათამბჯენის ერთ-ერთმა მიმართულებამ - სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო.

ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - “აგროჰაბი” იქნება.   

დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა, რომელიც სიმაღლეში 147 მეტრია, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკმა აღნიშნული პრექტისთვის 25 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო. 
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. “აქსისი” გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით  ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა,  მხარი დავუჭიროთ ასეთი პროექტის განვითარებას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და აქსისის  პარტნიორობისშედეგად განხორციელებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

“აქსის თაუერსის” გამორჩეული არქიტექტურა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით.  პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. “აქსის თაუერსი” მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 100 მლნ დოლარს შეადგენს. “აქსის თაუერსის” 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “პულმანს”, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.  

აქსის თაუერსის მშენებლობა წელს დასრულდება, და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას: ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი, სასტუმრო და გასართობი სივრცეები.

ჩვენ გირჩევთ

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

წინა სტატია

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა
27 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

Насколько устойчива энергосистема Грузии – страна продвинулась в рейтинге WEF
27 მარტი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა