საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და “ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის” (ESU) ორგანიზებით 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ნიცა სირაძე ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. 

საჯარო მეტყველების კონკურსის ათმა მონაწილემ წელს 5-წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - “ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს”. წელს კონკურსში მონაწილეობა 95-მა ახალგაზრდამ მიიღო. 

“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის  პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია,აღნიშნულ კონკურსს მეცხრე  წელია უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ს წორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. საერთო ჯამში, 8  წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

საჯარო მეტყველების კონკურსი საერთაშორისო პროექტია, რომლის განხორციელებითაც საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ახალგაზრდების საერთაშორისო ორატორთა კონკურსის ფინალში  მონაწილეობას, რომელიც წელს ლონდონში 39-ედ იმართება.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “აქსის თაუერსის” პროექტის ნაწილი გაიხსნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა

წინა სტატია

Gürcistan’ın enerji sistemi istikararının belirlenmesi - WEF raporuna göre ülke ilerlemiş durumda
27 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

ვინ არიან და რამდენია მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების ხელფასები
28 მარტი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა