სილქნეტმა 200 მილიონის აშშ დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა

2019 წლის 27 მარტს, საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა $200 მლნ 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა  11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.

 

ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა  სხვადსხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება  მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით. 

ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს. 

"სილქ როუდის ჯგუფის" დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: "დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ". 

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „სილქნეტისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბონდების გამოშვება იმ წარმატებული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც კომპანია თანმიმდევრულად ახორციელებდა ბოლო წლების მანძილზე. განსაკუთრებით საამაყო კი ის ფაქტია რომ, ჩვენი ბონდების განთავსება არამარტო ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის მიღწევაა. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, სილქნეტს ეძლევა ტექნოლოგიური განვითრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მომხმარებლისთვის მეტ საინტერესო და ინოვაციურ სერვისებსა თუ შეთავაზებებს“.  

სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.

სილქნეტის შესახებ 

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი. 

სილქნეტი შეფასებულია B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) რეიტინგებით. 

სილქნეტი ფართო სააბონენტო ბაზას მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • 1.77 მილიონი მობილური ქსელის აბონენტი
  • 297,000 ფიქსირებული ქსელის აბონენტი
  • 278,000 ფიქსირებული ბროუდბენდის აბონენტი
  • 228,000 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი

ჩვენ გირჩევთ

პორტირება მეოცე საუკუნემდე

რაში იშოვება დიდი ფული?

პორტირება მეოცე საუკუნემდე

პორტირება მეოცე საუკუნემდე

წინა სტატია

ვინ არიან და რამდენია მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების ხელფასები
28 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

Silknet raises $200 million in Eurobond issue
28 მარტი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა