კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა თითქმის 25%-ით გაიზარდა. 

თუკი 2017 წელს პრეტენზიების რაოდენობა 3665-ს შეადგენდა, გასული წლის ბოლოს მათმა რაოდენობამ 4563 შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი - 1049 პრეტენზია დაფიქსირდა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, მას მოსდევს მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული პრეტენზიები - 864 და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზია - 441. მომენტალურ განვადებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებმა 379 პრეტენზია დააფიქსირეს, ხოლო ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით კი 226. პრეტენზიების დანარჩენი წილი სხვა სახის პროდუქტებზე მოდის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს 79 პრეტენზია დაფიქსირდა მომხმარებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებითაც.

იმ პრეტენზიებიდან კი, რომლის განხილვაც კომერციულმა ბანკებმა გასულ წელს დაასრულეს საფუძვლიანად 1823 მიიჩნიეს, ხოლო უსაფუძვლოდ კი 4403. კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მომხმარებელთა მხრიდან გააქტიურება იყოს. 2016 წელს პრეტენზიების რაოდენობა 2857-ს შეადგენდა, 2015 წელს 2697-ს, ხოლო 2014 წელს კი 2895-ს.

გასულ წელს 1459 პრეტენზია დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ, საიდანაც უმეტესობა - 1227 სამომხმარებლო სესხს ეხებოდა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.5 პროცენტით შესრულდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

 

წინა სტატია

მონაცემთა კარტოგრაფები
02 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Растет количество претензий к коммерческим банкам, зафиксированных со стороны потребителей
02 აპრილი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა