საქართველოს ბანკი საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს

საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარებას განაგრძობს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის მიზანია სტუდენტებში ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა. პარტნიორობის ფარგლებში, BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპებს, მათ ვინც ფინტექის მიმართულებით ახალ პროექტებზე იმუშავებენ,  გაუწევს მენტორობას. 

BOG Fintech-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ერთობლივი პროგრამის შემუშავება სტუდენტებისათვის ქმნის შესაძლებლობას, იმუშაონ საქართველოს ბანკის თანამშრომლებთან ერთად საკუთარ პროექტებზე და მიიღონ  პრაქტიკული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათი კარიერის სამომავლო განვითარებას ფინანსურ სფეროში. 

საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა

ვგუგლავთ ბლოკჩეინს

საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა

საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა

წინა სტატია

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
03 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

The Judiciary – The Achilles Heel of the Economy
04 აპრილი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა