თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაციამ 61.6 პროცენტს მიაღწია

2015 წლის თებერვალში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 607.5 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან ლარში განხორციელებული დეპოზიტები 128 მილიონით ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული - 479 მილიონი ლარით. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.7% პუნქტით გაიზარდა და 61.6%-ს მიაღწია.

აღნიშნული მაჩვენებლით დოლარიზაციის დონე 2012 წლის ოქტომბრის მონაცემს დაუბრუნდა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 8.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

აღსანიშნავია, რომ დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, ხოლო ლარში დეპოზიტებზე გაიზარდა. დოლარის დეპოზიტების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარის დეპოზიტების 7.4%.

წინა სტატია

24 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების მოცულობა იზრდება
26 მარტი, 2015
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა