ქართველი ბიზნესმენები რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში

ქართველი ბიზნესმენები რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში

რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის სამი ქართული გვარი გვხვდება. რუსული Forbes ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას ყოველწლიურად ადგენს, 2019 წლის რეიტინგში კი ალექსანდრე ჯაფარიძე, დავით იაკობაშვილი და ვიაჩესლავ მირილაშვილი მოხვდნენ.

ალექსანდრე ჯაფარიძე ერთადერთი ქართველია, ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელიც ამერიკული Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში გვხვდება. ის რეიტინგში 2057-ე ადგილზეა და მისი ქონება გამოცემას $1 მილიარდად აქვს შეფასებული. ჯაფარიძე კომპანია “პეტროალიანსის” დამფუძნებელია, რომელიც მოგვიანებით მან გაყიდა. 2004 წელს კი ჯაფარიძემ Lukoil-ის შვილობილი კომპანია $130 მილიონად შეიძინა და მის ბაზაზე Eurasia Drilling Company დაარსა. 2017 წელს ამავე კომპანიის 51% Schlumberger-მა შეიძინა. ჯაფარიძე 2013 წელს $2.3 მილიარდს ფლობდა, წლების განმავლობაში მისი ქონება შემცირდა და წლევანდელ რეიტინგში ის Forbes-მა 1 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ თანხით, რუსეთის ყველაზე მდიდარ 200 ადამიანს შორის ჯაფარიძე 61-ე ადგილს იკავებს. განსხვავებით ამერიკული Forbes-სგან, რუსულმა გამოცემამ მისი ქონება ბევრად მეტად დააფასა, – $1.6 მილიარდი.

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 132-ე ადგილს იკავებს დავით იაკობაშვილი. გამოცემას მისი ქონება $800 მილიონად აქვს შეფასებული. იაკობაშვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიის “ვიმ-ბილ-დან”-ის (WBD) ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანია 2010 წელს PepsiCo -ზე გაიყიდა. იაკობაშვილი კომპანიის 10.5%-იან წილს ფლობდა და გარიგების შედეგად მას $600 მილიონი შეხვდა. იაკობაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში არსებული ბიზნესებიც. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა წლების განმავლობაში მის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია რამდენიმე ასეულ მილიონს მოიცავს. 2014 წელს, იაკობაშვილი Forbes-ის მილიარდერთა სიაშიც მოხვდა $1.2 მილიარდი დოლარის ქონებით.

ყველაზე მდიდარ რუსებს შორის კიდევ ერთი ქართული გვარი გვხვდება – ვიაჩესლავ მირილაშვილი. $950 მილიონით ის სიაში 113-ე ადგილს იკავებს. წარმოშობით ქართველმა ახალგაზრდამ ქონება ВКонтакте -ს დაფუძნებით დააგროვა. განსხვავებით იაკობაშვილისგან და ჯაფარიძესგან მას საქართველოში არ უცხოვრია. მისი მამის მიხეილ მირილაშვილის სახელს კი აზარტული თამაშების მსხვილი კომპანიები უკავშირდება. უკვე წლებია ის ისრაელის მოქალაქეობას ფლობს და 2018 წელს Forbes-მა ოჯახის საერთო ქონება $1.8 მილიარდად შეაფასა. შედეგად, მილირაშვილები ისრაელის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოწინავე მეოცე ადგილზეც მოხვდნენ.

დატოვე კომენტარი

32 კომენტარი

  1. Gamarjobat mogmatavt txovnit da gexvewebit zaalian uchirs dedachems finansurad iqneb daexmarot visac risi saahvaleba eqneba akrifet asanishvili nino da visac ra tanxa gaemeteba dauricxet zaalian gtxov umorchilesad gtxovt madlobas gixdit yvelas winaswar

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *