ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 47-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელს საქართველოს 49-ე ადგილი ეკავა 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდით.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება. 2019 წლის პროგნოზის მიხედვით საქრთველო მსოფლიოში 48-ეა.

2018 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ლიბიაში დაფიქსირდა - 18%, რაც ლიბიის სამოქალაქო ომიდან თანდანთან გამოსვლის შედეგია. მეორე ადგილზე რუანდაა 8.6%-ით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს ბანგლადეში და ეთიოპია ინაწილებენ 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდით.

საქართველოს სამეზობლოში 2018 წელს ყველაზე მაღალი ზრდა სომხეთში დაფიქსირდა - 5%. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. 2.6%-ით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკა 2.3%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 1.4%-ით.

2018 წელს ყველაზე მეტად,18%-ით ვენესუელას ეკონომიკა შემცირდა, შემდეგ მოდის დომინიკა 12%-იანი შემცირებით.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს ყველაზე სწრაფად განას და სამხრეთ სუდანის ეკონომიკები გაიზრდება - 8.8%-ით.

ცხრილი: ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდით, 2018 წელი

ქვეყანა

ეკონომიკის ზრდის ტემპი

ლიბია

17.9%

რუანდა

8.6%

ბანგლადეში

7.7%

ეთიოპია

7.7%

კოტ დივუარი

7.4%

კამბოჯა

7.3%

ვიეტნამი

7.1%

ინდოეთი

7.1%

დომინიკის რესპუბლიკა

7.0%

ტაჯიკეთი

7.0%

ჩვენ გირჩევთ

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების მიხედვით

რატომ ვერ იბრუნებს ბრიტანეთი დიდებას?

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების მიხედვით

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების მიხედვით

წინა სტატია

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა
10 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა შემცირდა
10 აპრილი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა