TBC უზბეკური Payme-ის აქციების საკონტროლო პაკეტს $5.5 მილიონად ყიდულობს

TBC ბანკმა უზბეკეთის წამყვანი საგადახდო სისტემის Payme შესყიდვაზე თანხმობა მიიღო. აღნიშნული კომპანია უზბეკეთში 1.3 მლნ ადამიანს ემსახურება. მხოლოდ გასულ წელს მისი კლიენტების რაოდენობა 70%-ით, ხოლო შემოსავლები კი 41.9%-ით გაიზარდა.

TBC ბანკმა უზბეკეთის ბაზარზე შესვლის გეგმებზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

გარიგების ღირებულება $5.5 მილიონადაა შეფასებული და მისი დახურვა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. თუმცა, TBC ბანკი Payme-ში დარჩენილი 49% წილის შეძენასაც გეგმავს.

"Payme"-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. "Payme"-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და "Payme"-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, "Payme"-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით." - ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ჩვენ გირჩევთ

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

წინა სტატია

საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა შემცირდა
10 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

რა ნატოსფრად ირიჟრაჟა!
11 აპრილი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა