2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

გასული წელი საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, გაიზარდა როგორც ინდუსტრიის ჯამური მოგება, ასევე მათი აქტივები და შემოსავლები. კერძოდ, მოქმედი 17 კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 542.2 მლნ ლარი შეადგინა, გაორმაგდა კომპანიების მოგება და მან 42.1 მლნ ლარი შეადგინა, აქტივები 743.2 მლნ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო კაპიტალი კი 221.6 მლნ ლარამდე.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობით ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია. 2018 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია მხოლოდ ორ კომპანიას - ალდაგს და პსპ-ს შეუმცირდა. ყველაზე მსხვილი ზრდა თიბისი დაზღვევას ჰქონდა. 

slide36

ყველაზე მეტი ზარალი გასულ წელს კომპანია ჯიპიაიმ აანაზღაურა. კერძოდ, კომპანიამ ჯამში 78 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, მას მოსდევს იმედი L 40.7 მლნ ლარით და ალდაგი 33.8 მლნ ლარით. 

slide37

slide40

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით და ბაზრით წილით ასევე ჯიპიაი ლიდერობს. კომპანიას 63.1 მლნ ლარით ბაზრის 29% უკავია. მეორე ადგილზე იმედი L-ია, რომელმაც გასულ წელს სამედიცინო დაზღვევის სახეობაში 55.8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 26% დაიკავა. მესამე ადგილზე ბაზრის 12%-ით და 26.3 მილიონიანი პრემიით არდია, მას მოსდევს პსპ (14.7 მლნ და ბაზრის 7%) და ირაო (12.4 მლნ ლარი და ბაზრის 6%). დანარჩენი წილი კი სხვა 12 კომპანიაზე მოდის.

ქონების დაზღვევის სახეობაში ბაზრის ლიდერი ალდაგია - 28.4 მლნ ლარი და მთლიანი წილის 33%; მას მოსდევს უნისონი 16.2 მლნ ლარის მოზიდული პრემიით და ბაზრის 19%-ით, მესამე ადგილზე კი ჯიპიაია 13.8 მლნ ლარით და ბაზრის 16%-ით. დანარჩენი წილი კი დარჩენილ 14 სადაზღვევო კომპანიაზე მოდის.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში თიბისი ლიდერობს. კომპანიამ 2018 წელს 18.8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 50% დაიკავა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სახეობის დაზღვევაში ალდაგი ლიდერობს. მან ერთ წელში დაზღვევის ამ სახეობაში 12.3 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და მთლიანი წილის 48% დაიკავა.

ჩვენ გირჩევთ

2018 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა

რა შემოსავალს იღებენ Airbnb-ის მეშვეობით თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში

2018 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა

2018 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაორმაგდა

წინა სტატია

ვალუტები, რომლებიც ბოლო 5 წელში დოლარის მიმართ ყველაზე მეტად გაუფასურდა
15 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Валюты, которые в течение 5 последних лет больше всех обесценились по отношению к Доллару США
15 აპრილი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა