ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის CEO-დან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა

ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის CEO-დან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა

გიორგი ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის CEO-დან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლა. ბაჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მისი დაფუძნებიდან – 2013 წლიდან იკავებდა. ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი კი ცოტნე ებრალიძე გახდა, რომელიც მანამდე ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

გიორგი ბაჩიაშვილი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამდე ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შორის დაასახელა. კერძოდ, ფინანსების მიმართულებით 30 under 30-ში ბაჩიაშვილი 28 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბაჩიაშვილი $6 მილიარდიან კერძო ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს მშპ-ს 40%-ს უდრიდა.

„მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს შესანიშნავ გუნდთან ერთად გვქონდა საშუალება დაგვეფუძნებინა და გვემართა საქართველოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი, მოგვეზიდა ინვესტიციები და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებინა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ფონდის წარმატება ძლიერი გუნდის შედეგია, ჩვენ მოვიზიდეთ ქართველი პროფესიონალები საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით. მე ვამაყობ, რომ ფონდის შიგნით არსებობენ ისეთი პროფესიონალები რომლებიც უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მართვას. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის რომელიც მან მთელს ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში ჯამში დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *