ქვეყნები ყველაზე მეტი ახალი მილიარდერით - Forbes-ის 2019 წლის სია

ქვეყნები ყველაზე მეტი ახალი მილიარდერით - Forbes-ის 2019 წლის სია

მილიარდერებისთვის გასული წელი წარმატებული არ აღმოჩნდა და მათი რაოდენობა მსოფლიოში 55-ით შემცირდა. წლევანდელი შეფასებით, მსოფლიოში 2 153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი $8.7 ტრილიონს შეადგენს, რაც $400 მილიარდით ნაკლებია წინა წელზე. ამასთან, წლევანდელ სიას 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გამოაკლდა, – ჯამში 247, თუმცა სიაში 194 ახალი სახეა.

ახალი მილიარდერებიდან უმეტესობა – 139 ე.წ. Self-made-ია, დანარჩენ პირებს კი ქონება მემკვიდრეობით ერგოთ.

ახალი მილიარდერები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჩინეთი (ჰონგ კონგის ჩათვლით) – 53
  • აშშ – 39
  • ბრაზილია – 18
  • ტაივანი – 9
  • ფილიპინები – 7
  • რუსეთი – 7
  • საფრანგეთი – 5
  • გერმანია – 4
  • იაპონია – 4
  • ტაილანდი – 4
  • კანადა – 3
  • იტალია – 3
  • ნიდერლანდების სამეფო – 3
  • ავსტრია – 2
  • ბელგია – 2
  • ჩეხეთი – 2
  • დანია – 2
  • ირლანდია – 2
  • სინგაპური – 2 
  • კორეის რესპუბლიკა – 2
  • ესპანეთი – 2
  • შვედეთი – 2
  • ვიეტნამი – 2
  • ავსტრალია – 1
  • უნგრეთი – 1
  • ინდონეზია – 1
  • ისრაელი – 1
  • მექსიკა – 1
  • სლოვაკეთი – 1
  • სამხრეთ აფრიკა – 1
  • შვეიცარია – 1
  • გაერთიანებული სამეფო – 1

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მილიარდერი დაკარგა, ამ შემთხვევაშიც სიის სათავეში ჩინეთია 102 ადამიანით, მეორე ადგილზეა ინდოეთი 22 ადამიანით, მას მოსდევს გერმანია 12-ით, აშშ ასევე 12-ით, რუსეთი 11-ით და თურქეთი 10 ადამიანით, რომლებიც გასული წლისგან განსხვავებით წლევანდელ რეიტინგში ვეღარ მოხვდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *