მარტში ბანკების მიერ გაცემული სესხები 340 მილიონი ლარით გაიზარდა

მარტში ბანკების მიერ გაცემული სესხები 340 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 241 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 12 მლნ დოლარით გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 27 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.6%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 55.1% იყო.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.7 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 573 მლნ დოლარით.

2018 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით შემცირდა და 15.7% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი მარტში განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 7.5% შეადგინა.

გრაფიკი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, მილიარდი ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *