"ქართული ლოგოს ანატომია" – წიგნის პრეზენტაცია

2015 წლის 6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა მართავს ლოგოს შესახებ შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოს პრეზენტაციას.

წიგნი წარმოადგენს სერია "ანატომიის" პირველ სახელმძღვანელოს და მასში გაერთიანებულია საქართველოში არსებული ორგანიზაციების ლოგოები, მათი შექმნის ისტორია, შინაარსობრივი აღწერა და ბრენდზე მომუშავე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების რჩევები/რეკომენდაციები. წიგნი განკუთვნილია მარკეტინგის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე მომუშავე გრაფიკული დიზაინერებისთვის და ლოგოს შექმნის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

პროექტ "ანატომიის" მეორე სახელმძღვანელო გამოიცემა 2015 წლის ბოლოს, სახელწოდებით "ქართული სტარტაპანატომია".

პრეზენტაციის დღეს მოხდება ილიაუნის რჩეული ლოგოს მფლობელი კომპანიის კვლევის საფუძველზე გამოვლენა და მისი დაჯილდოება.

პრეზენტაცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, 207 აუდიტორია  (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5,  ყოფილი უცხოენების შენობა, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს).

წინა სტატია

ბიუჯეტის პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 102.7%-ით შესრულდა
02 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს
02 აპრილი, 2015
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა