გერმანული ბრენდი კერხერის ეროვნული აქცია

1935 წელს გერმანიის ქალაქ ვინენდენში, ალფრედ კერხერმა კომპანია კერხერი დაარსა. ალფრედი მეუღლესთან ერთად მართავდა კომპანიას და მათი ძირითადი საქმიანობა მაღალი წნევით რეცხვის აპარატების წარმოება იყო, შემდგომ კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაც დაიწყეს. ვინენდენში დღესაც მდებარეობს კერხერის სათავო ოფისი, საწარმოები კი გაშლილია გერმანიის მთელ ტერიტორიაზე.

1974 წლიდან 2010 წლამდე კერხერის აპარატები გახლდათ ყვითელი, ხოლო სტრატეგიის ცვლილების შედეგად, პროფესიონალური აპარატები გამოეყო საყოფაცხოვრებო აპარატებს ფერით და გახდა რუხი - ანტროციტის ფერი. კომპანია კერხერი ახლაც ოჯახურ საწარმოდ რჩება. შვილები, იოჰანეს კერხერი და სიუზანა ციმერმანი აგრძელებენ მშობლების მიერ დაწყებულ საქმეს.

“კერხერს” საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე სამი წელია ჰყავს. “კერხერ კავკასიის” სათავო ოფისები თბილისსა და ბათუმშია განთავსებული. კომპანია ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. 

თითქმის 100-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდს აქვს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტიპის აპარატების დიდი არჩევანი, რომელიც სისუფთავის მოყვარული ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნას აკმაყოფილებს. 

საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილია მაღალი წნევით რეცხვის პროფესონალური ტიპის აპარატები, რომლებიც ძირითადად ავტოსამრეცხაოებში გამოიყენება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ეროვნული კამპანიის ფარგლებში კერხერი გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ინოვაციურ მაღალი წნევით რეცხვის კომპაქტურ და მსუბუქ აპარატს K4 Copmact ს. 

სად და როდის შეგიძლიათ გამოიყენოთ K4 Compact: 

მაღალი წნევით რეცხვის აპარატი K4 Compact გამოიყენება საკუთარი ავტომობილის, ველოსიპედის, მოტოციკლის ან ნებისმიერი მოპედის გასარეცხად, კერძო სახლის თუ აგარაკის ეზოს და ტერასის მოსარეცხად. 

მაღალი წნევით რეცხვის აპარატს K4 Compact ს 130 ატმოსფერული წნევა აქვს  და სპეციალური აქსესუარების მეშვეობით, მიიღწევა იდეალური სისუფთავე. თუ კერძო სახლი ან აგარაკი გაქვთ, გეცოდინებათ, როგორი მოწესრიგება სჭირდება მას ზამთრის სეზონის შემდეგ, K4 Compact დაგეხმარებათ ზედმეტი ძალდატანების გარეშე მოასუფთაოდ ეზო, აივანი და ტერასა, გაასუფთაოდ გარე ავეჯი და ასევე თუ გადაწყვეტთ, რომ ინტერიერიც გამოაცოცხლოთ, სახლში არსებული ხალიჩებიც შეგიძლიათ გარეცხოთ თუ მზიანი ამინდი ხელს განსაკუთრებულად გიწყობთ, კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ამაშიც კი მარტივად დაგეხმარებათ, რადგან სიღრმეში ჩასულ მტვრის ნაწილაკებს ძლიერი წნევის მქონე წყლის ჭავლი მარტივად გამოიყვანს. ამავდროულად, ხალიჩების რეცხვის რუტინული საქმიანობა შეგიძლიათ ოჯახურ მხიარულ საქმიანობად აქციოთ. 

საყოფაცხოვრებო მოდელი K4 Compact პროფესიონალური ტიპის აპარატებთან შედარებით, იმდენად პრაქტიკულია, რომ შეგიძლიათ თავისუფლად მოათავსოთ ავტომობილის საბარგულში და წაიღოთ ყველგან, სადაც კი ავტომობილის რეცხვას მოინდომებთ. საჭიროებს მხოლოდ წყალს და დენს. შეიძლება ითქვას,  საქმეს თქვენს ნაცვლად აკეთებს.  აპარატის მაღალი წნევის ჭავლი, იდეალურად აცილებს ყველანაირ ჭუჭყს ზედაპირიდან, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ასევე არ დაგჭირდებათ ყოველი წვიმის შემდეგ ავტოსამრეცხაოს რიგში დგომა, საკუთარი ხელით ეზოშიც მარტივად შეგიძლიათ გარეცხოთ ავტომობილი 15 წუთში, თანაც წყალსა და ელექტროენერგიას მინიმალური რაოდენობით დახარჯავთ. 

ასე რომ, თუ გსურთ, დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ, განტვირთვის დღეებით მაქსიმალურად ისიამოვნოთ და ავტომობილის რეცხვის თუ აგარაკის დალაგების რუტინული პროცესი გაიმარტივოთ, არ გამოტოვოთ აღნიშნულ მოდელზე მიმდინარე აქცია მთელს საქართველოში დიდ ჰიპერმარკეტებში და კერხერის ოფიციალურ შოურუმებში (თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 167; ბათუმი ლ. ასათიანის 51) ან ონლაინ მაღაზიაში: karchershop.ge.

ჩვენ გირჩევთ

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

როგორ შევქმნათ უკეთესი ტესლა?

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Представители каких стран хранят деньги в грузинском финансовом секторе
02 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

ფულის გათეთრების ინსპექტირება - 2018 წელს სებ-მა ბანკები 0.6 მლნ ლარით დააჯარიმა
02 მაისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა