ელექტრონული ფულის და ელექტრონული საფულეების რაოდენობა საქართველოში

ელექტრონული ფულის და ელექტრონული საფულეების რაოდენობა საქართველოში

საქართველოში მომხმარებელს საშუალება აქვს ინტერნეტში გადახდა განახორციელოს არა მარტო საბანკო ბარათებით, არამედ ელექტრონული ფულის საშუალებითაც. საქართველოში ფუნქციონირებს ელექტრონული ფულის რამოდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კლიენტის ელექტრონული ფულის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში განახორციელონ გადახდები ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა მომსახურების და პროდუქციის შესაძენად ან გადარიცხონ თანხა სხვა მომხმარებლის ელექტრონული ფულის ანგარიშზე.

ამასთან, გარდა კომერციული ბანკებისა, ლოკალური ელექტრონული ფულის ბარათების გამოშვება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმაც დაიწყეს, ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კი საკრედიტო ბარათებს უშვებს.

2018 წლის 31 დეკემბრისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გახსნილი იყო 5.3 მილიონი ელექტრონული საფულე, სადაც განთავსებული იყო 2.1 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების შესაბამისი ფულადი სახსრები. აღნიშნული საფულეებიდან 2018 წლის დეკემბერში აქტიური იყო 128.9 ათასი საფულე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს პროვაიდერების მიერ განხორციელდა 116 მილიონი ლარის მოცულობის 834 ათასი ელექტრონული ფულის გადახდა. აღნიშნული გადახდების რაოდენობის 70 და თანხის 62 პროცენტი მოდის ელექტრონული ფულის გამომშვები პროვაიდერის ვებგვერდიდან. ელექტრონული ფულით გადახდების მნიშვნელოვანი ნაწილი (თანხის 17 პროცენტი და რაოდენობის 22 პროცენტი) ინიცირებული იყო მობილური ტელეფონის/პლანშეტის აპლიკაციის გამოყენებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *