GT მოტორსმა JAGUAR-ისა და Land Rover-ის მომხმარებლები მასშტაბური ღონისძიების ფორმატში შეკრიბა

GT მოტორსმა JAGUAR-ისა და Land Rover-ის მომხმარებლები მასშტაბური ღონისძიების ფორმატში შეკრიბა

რუსთავის ავტოდრომზე კომპანია GT Motors-მა გამართა მასშტაბური ტესტ-დრაივი, ავტო-შოუ და შეჯიბრი Land Rover-ისა და Jaguar-ის მომხმარებლებისა და სხვა საპატიო სტუმრებისთვის.

აქტივობის ძირითადი მიზანი ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების და ახალი ტექნოლოგიური მიღწევების წარმოჩენა იყო, რათა ადგილზე მისულ სტუმრებს საკუთარ თავზე ეგრძნოთ და გამოეცადათ ავტომობილების სისწრაფე, გამძლეობა და გამავლობა, მოდელების განსაკუთრებული შესაძლებლობები და უნიკალურობა.

ღონისძიების სივრცე ორ ძირითად ნაწილს მოიცავდა: ტესტ-დრაივებისთვის განკუთვნილ ტრასას და შეჯიბრის ტერიტორიას. მსოფლიოს 16 ქვეყანაში ანალოგიური კონკურსები ყოველწლიურად ტარდება, შემდეგ კი გამარჯვებულები სუპერ-ფინალზე რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში იკრიბებიან. შეჯიბრის ფორმატი ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში ერთნაირია და მონაწილეებს კონკრეტული დავალებების შესრულება გარკვეული პირობებით უწევთ, სადაც საუკეთესო შედეგები უნდა აჩვენონ. თბილისში, აღნიშნულ კონკურსში 300-მდე მონაწილე ჩაერთო.

“ეს კონკურსი არის ერთგვარი პრესტიჟის ნაწილი. იმ პრესტიჟისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში Jaguar-ისა და Land Rover-ის მომხმარებლებს მუდმივად თან სდევთ. იყო ამ ბრენდების მომხმარებელი- ეს პრესტიჟთან ერთად დიდი სიამოვნებაცაა. სწორედ ამ დადებითი მხარეების უფრო თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ვმართავთ ამ ღონისძიებას. ყველას უნდა მიეცეს საშუალება თავად გამოცადოს და საკუთარ თავზე იგრძნოს ის კომფორტი, რომელსაც Jaguar-ისა და Land Rover-ის ავტომობილები მომხმარებელს უქმნიან”- აცხადებს GT Motors-ის გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი.

ასევე, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, სასტუმრო “სტამბაში” გაიმართა საპრეზენტაციო ნაწილი, სადაც სრულიად ახალი ავტომობილი, 2019 წლის “რეინჯ როვერ ევოუქი” წარადგინეს.

“GT ჯგუფი” საქართველოში 2008 წლიდან Land Rover-ის ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს, Jaguar-ის ოფიციალური დისტრიბუტორი კი 2014 წლიდან გახდა. კომპანიამ 2017 წელს სპეციალურად აღნიშნული ორი ბრენდისთვის ცენტრი გახსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე JLR სტანდარტებით. კომპანიამ ცენტრის შენობაში, საექსპოზიციო სივრცეეების აღჭურვისთვის და ტექნიკური მახასიათებლებისთვის არქიტექტურული ჯილდოც კი მიიღო. “GT მოტორს”-ის საექსპოზიციო სივრცეები და სერვის ცენტრები საქართველოს სამ ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებენ. კომპანიას ქვეყანაში 250-მდე ტენდერი აქვს მოგებული, ჰყავს 130-მდე დასაქმებული, 5000-ზე მეტი კლიენტი და მიღებული აქვს 10-მდე ჯილდო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *