ბანკების პირველი კვარტალის მოგების მაჩვენებლები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  - 98.6 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა. თუმცა, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით „თიბისის“ მოგება 8%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 73.4 მლნ ლარით, რაც 2%-ით ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „ტერაბანკია“ 6.2 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „კრედო ბანკი“, რომლის მოგებაც 6-ჯერ გაიზარდა და 5.7 მლნ ლარი შეადგინა. 5-ჯერ გაიზარდა „ბანკი ქართუს“ მოგება. 177%-ით შემცირდა „ხალიკ ბანკის“ მოგება და -2.6 მლნ ლარი შეადგინა. „ხალიკ ბანკის“ გარდა ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა პირველი კვარტალი.

პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 199 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 87% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 15%-ით არის შემცირებული.

 

ბანკის დასახელება

2019 წლის პირველი კვარტლის მოგება,        მლნ ლარებში

2018 წლის პირველი კვარტლის მოგება,        მლნ ლარებში

1

თიბისი ბანკი

98.6

107.7

2

საქართველოს ბანკი

73.4

74.8

3

ტერაბანკი

6.2

6.2

4

კრედო ბანკი

5.7

0.9

5

პროკრედიტ ბანკი

4.6

8.1

6

ბანკი ქართუ

4.1

-1.0

7

ლიბერთი ბანკი

4.0

15.0

8

ვითიბი ბანკი ჯორჯია

2.4

9.1

9

ბაზისბანკი

2.2

7.2

10

იშ ბანკი

1.8

0.0

11

ზირაათ ბანკი

0.8

0.6

12

სილქ როუდ ბანკი

-0.2

0.0

13

პაშა ბანკი

-0.9

0.9

14

ფინკა ბანკი

-1.5

0.6

15

ხალიკ ბანკი

-2.6

3.4

ყველა ბანკი

199

233

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

აპრილში ტურისტების რაოდენობა 4.2 პროცენტით გაიზარდა

წლიური ინფლაცია 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

აპრილში ტურისტების რაოდენობა 4.2 პროცენტით გაიზარდა

აპრილში ტურისტების რაოდენობა 4.2 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

GT მოტორსმა JAGUAR-ისა და Land Rover-ის მომხმარებლები მასშტაბური ღონისძიების ფორმატში შეკრიბა
06 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

"Öngörülmeyen masraflar" - hazine rezervlerinden finanse edilen projeler
06 მაისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა