2018 წელს ყველაზე მეტად ირლანდიის და სინგაპურის მოსახლეობა გამდიდრდა

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი შემოსავალის გამოყენებაა ყველაზე გამართლებული. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონის სხვაობას. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2018 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზრდება - 3 484 PPP დოლარით. შემდეგ მოდის სინგაპური - 2 385 დოლარით და შემდეგ მალტა - 1 880 დოლარით. შემოსავლების ზრდით ტოპ 10 ქვეყნიდან, 9 მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

საქართველოში 2018 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 503 PPP დოლარით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 53-ე ადგილზეა.

2018 წელს შემოსავალი ყველაზე მეტად ეკვატორულ გვინეაში შემცირდა - 2 007 დოლარით, შემდეგ მოდის ვენესუელა - 1 968 და ვენესუელა - 1 588 დოლარით.

ცხრილი: ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავალის ზრდით, (PPP) აშშ დოლარი

ქვეყანა

2017

2018

ზრდა

ირლანდია

66,548

70,032

3,484

სინგაპური

86,811

89,196

2,385

მალტა

38,659

40,539

1,880

ლიბია

8,735

10,194

1,460

ლიტვა

29,506

30,957

1,450

ლატვია

25,164

26,579

1,415

უნგრეთი

26,968

28,358

1,390

სლოვენია

31,285

32,663

1,378

პოლონეთი

27,015

28,390

1,375

აშშ

54,441

55,650

1,209

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ჩვენ გირჩევთ

რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი

ტრამპის საიდუმლო ქონება

რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი

რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი "უმოქმედო სესხი"

წინა სტატია

Gürcistan'da en yüksek gelirli denetim şirketleri - ilk 10 şirket
07 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

У каких банков больше всего «неработающих кредитов»
07 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა