შეხება ხელოვნებასთან: მილიარდერების ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია ახლო ხედით

წელიწადში ერთხელ შვეიცარიის ქალაქ ბაზელს "უცხოტომელთა ურდო" იპყრობს და ამ პატარა, ლამაზ და წყნარ ქალაქს ერთიანად აზანზარებს. რა იზიდავს მათ? Art Basel-ხელოვნების ხუთდღიანი ფესტივალია, რომელიც, როგორც წესი, ივნისის შუა რიცხვებში ეწყობა და 65 000-მდე ვიზიტორს, მათ შორის, ხელოვნების ნიმუშთა თავგადაკლულ კოლექციონერებს, მასპინძლობს. რა თქმა უნდა, ისინი ძირითადად მათთვის სასურველი ნამუშევრების შესაძენად სტუმრობენ ქალაქს, მაგრამ ასევე იმისთვისაც, რომ, როგორც რომაელი პოეტის, ოვიდიუსის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა, სხვებიც ნახონ და თავიც აჩვენონ. მაგრამ თუ რამდენიმე თვით ადრე არ გაქვთ დაჯავშნილი ადგილი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე რომელიმე სასტუმროში ან რესტორანში, მაშინ ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ.

მეორე მხრივ, თუ გაგიმართლებთ და რომელიმე მილიარდერის გარემოცვაში აღმოჩნდებით, შესაძლოა VIP-სტუმრის რანგში წინასწარ დაათვალიეროთ გამოფენა: გასაყიდად გამოტანილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები - 300 საერთაშორისო გალერეიდან შერჩეული (წელს 1000 გალერეის განაცხადი იყო შემოსული) უახლესი და საუკეთესო ნამუშევრები. ჩემი მასპინძლები არიან ცოლ-ქმარი ნორმან და ირმა ბრამანები, რომლებიც -42 წლიანი ისტორიის მქონე Art Basel-ს 21 წლის განმავლობაში რეგულარულად ესწრებიან. Philadelphia Eagles-ის ყოფილმა მეპატრონემ, ნორმანმა, პირველი კაპიტალი ვიტამინებისა და სამკურნალო პრეპარატების საცალო ვაჭრობით დააგროვა; დღეს იგი 17 საავტომობილო ფირმის ადგილობრივ წარმომადგენლობას ფლობს (მათ შორისაა BMW, Porsche, Rolls-Royce, Honda, Mitsubishi) ფლორიდასა და კოლორადოში; თუმცა სავარაუდო გათვლებით, მისი $1,6- მილიარდიანი კაპიტალიდან $ 900 მილიონი ხელოვნების ნიმუშებშია ჩადებული. ნორმანის თქმით, ხელოვნების ფესტივალი მათთვის მეტად პროდუქტიული აღმოჩდა. წლების განმავლობაში ბრამანებმა შეიძინეს ენდი უორჰოლის), ალექსანდერ კოლდერის (პიკასოს და სხვათა მნიშვნელოვანი ნამუშევრები. თუმცა წყვილის მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ისინი არასდროს სტუმრობენ ამ ფესტივალს განსაკუთრებული მოლოდინით და, შესაბამისად, იმედგაცრუებულებიც არ ტოვებენ მას. Art Basel მათ საშუალებას აძლევს შეხვდენენ მეგობარ კოლექციონერებს, ახალგაზრდა მხატვრებს, გალერიის მფლობელებს და ასე ფეხი აუწყონ დროის მოთხოვნებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოახერხოთ და მოხვდეთ ერთ ნაცრისფერ კვადრატულ შენობაში ფართო მოედანზე, რომლის ცენტრშიც შადრევანი ჩქეფს, კიდეების გასწვრივ კი საკონფერენციო დარბაზები და რესტორნებია განთავსებული. დღის 10.30 სთ-ზე (სწორედ ამ დროს აჩვენებს შესასვლელთან დამონტაჟებული უზარმაზარი საათი) ზღვა ხალხი გროვდება და11 საათზე დაგეგმილი გახსნის მოლოდინში ერთმანეთს შესასვლელისაკენ აწვება. „ხელოვნება სისხლიანი სპორტია", - ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა. სისხლიანი თუ არა, კონტაქტური სპორტის სახეობა ნამდვილადაა. უკვე გავცდი მეტალის ტურნიკეტს და საგამოფენო ტენტების ლაბირინთისაგან თავბრუდახვეულს ვერ გადამიწყვეტია, საიდან დავიწყო დათვალიერება. iPhone-ის Art Basel-ის პროგრამის (Art Basel iPhone app) ნავიგატორის დახმარებით დავადგინე გალერეა Krugier-ის მდებარეობა. სწორედ ამ ადგილას უნდა შევხვდე ბრამანებს წინასწარი შეთანხმების თანახმად. ნორმანი ჭაღარაა, სათვალეს ატარებს და ირმაზე ბევრად მაღალია, ეს უკანასკნელი უფრო მინიატურული აღნაგობის ქალბატონია, რომელიც ძალიან ენერგიულად გამოიყურება წითელ სვიტერში, ფართო შარვალსა და სანდლებში. მათ „მსხვერპლი" უკვე მიზანში ჰყავთ ამოღებული - ესაა დიდი, ზეთში შესრულებული, მუქ მწვანესა და ნაცრისფერში გადაწყვეტილი, პიკასოს "Femme ¬allongée" (დახრილი ქალი)
პიკასოს ნამუშევარი ბრამანებმა შარშანაც შეიძინეს გალერეა Krugier-საგან, რომელიც ცნობილია თავისი XIXდა XX საუკუნის ნამუშევრებით. ისინი გულდასმით ეცნობოდნენ გამოფენას საკუთარ კონსულტანტთან, ხელოვნებათმცოდნე ფრენკ გიროსთან ერთად, როდესაც მათი ყურადღება რამდენიმე ნამუშევარმა მიიპყრო. ერთი მათგანი - თაბაშირისაგან დამზადებული ბავშვის შთამბეჭდავი სკულპტურა - დაუყოვნებლივ შეიძინეს, რათა პიკასოს კოლექციისათვის შეემატებინათ. მეორე ნამუშევრის - ნიუიორკელი მინიმალისტის დენ ფლავინის (Dan Flavin) ნეონის სკულპტურის შეძენა თავიდან გარკვეული დროით გადადეს. „ცოტა ხანში კი ვიფიქრეთ: ‘ეს უბრალოდ სისულელეა, ჩვენ ის გვინდა და დაყოვნების არავითარი მიზეზი არ არსებობს", - იხსენებს ირმა. ათი წუთის შემდეგ მეორე ნამუშევარიც უკვე მათი საკუთრება იყო. ეს ინსტალაცია ახლა ნიუ-იორკში მათი სახლის შესასვლელს ანათებს.

მაგრამ ახლა ისინი ათვალიერებენ პიკასოს ნახატს, რომელიც პირველად დიაპოზიტივის საშუალებით გაიცნეს, და ფიქრობენ, რამდენად მოუხდება Femme allongée მათი სახლის კედლებს. „არა, - განაცხადა ირმამ, - ძალიან უსიცოცხლოა". ესეც ასე, გადაწყვეტილია.

გალერეებს შორის სეირნობისას ვხვდებით რესტორატორ მიშელ ჩოუს ბრიტანელ მოდელ ნაომი კემპბელს უილ ფერელს (Will Ferrell). თუმცა მათ დიდ ყურადღებას არავინ აქცევს."რა ლამაზია!" წამოიძახა ნორმანმა ხუან მიროს (ბრინჯაოს სკულპტურის დანახვაზე. ამასობაში ირმა მეგობარ კოლექციონერებთან - ამალია დაიანსა (ებრაელი გენერლის ქალიშვილი) და ადამ ლინდემანთან (რადიომაგნატი და ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერი)საუბრობს, მათ მილიარდერი, ძვირფასეულობათა მაგნატი ლოურენს გრაფი ესალმება. სანამ ირმა მომდევნო ნამუშევარს ათვალიერებს, კუთხეში განმარტოებული ნორმანი მობილური ტელეფონით საუბრობს: „თქვენი აზრით, როგორია მისი ღირებულება? - ეკითხება თანამოსაუბრეს, სავარაუდოდ, გიროს. - ნახეთ რაიმე სხვა? პიკასო არც ისე კარგად გამოიყურება კედელზე".

ბრამანები და გირო ცალ-ცალკე ათვალიერებენ დარბაზებს და შეთანხმებული არიან, რომ რაიმე საინტერესოს აღმოჩენისას ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებიან. გირო ერთი პერიოდი Christie -ს XIX და XX საუკუნეების ხელოვნების საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, აქედან გამომდინარე, იგი შესანიშნავი მრჩეველია ხელოვნების სფეროში. ფესტივალის მიმდინარეობისას მას ხშირად შეხვდებით გალერეებთან ახლოს მდებარე სასტუმრო - Swissôtel-ში. ეს ადგილი „ხელოვნების ქსელის" ერთგვარი ცენტრია, რადგან ე.წ. VIP- სესიის შემდეგ ყველა აქ იყრის თავს და გაფაციცებით ეკითხებიან ერთმანეთს: „რა შეიძინეთ?"

ბრამანებს ჯერ კიდევ არ გამოუწერიათ ჩეკი. „ეს ძალიან პატარაა, კედელზე თითქმის შეუმჩნეველი იქნება", - ამბობს ირმა, რომელიც ყურადღებით ათვალიერებს პიკასოს სხვა ნამუშევარს. „ეს ჩემბერლენის საუკეთესო პერიოდს არ განეკუთვნება", - ირმა ამჯერად ჯონ ჩემბერლენის 1950-1960-იან წლების ნამუშევრის შესახებ საუბრობს. ნორმანის განცხადებით, იგი ჯეკსონ პოლოკის ნამუშევარს ეძებს, რადგან მისი შეძენა ირმას სურს. ნორმანის საკუთრებაში ჯერჯერობით არც ფრენსის ბეკონისა და ლუსიენ ფროიდის ნამუშევრებია მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით, ამ ორი ხელოვანის ქმნილებები ექსტრაორდინარულია. „მათი ნამუშევრები საკმაოდ მძიმეა იმისათვის, რომ მათ გარემოცვაში იცხოვრო, - განმარტავს ნორმანი, - ჩვენ კი ჩვენს ხელოვნების ნიმუშებთან ერთად ვცხოვრობთ". ეს ხელს უწყობს მათ ჰქონდეთ სახლები სამხრეთ საფრანგეთში, ასპენსა და მაიამიში (განცალკევებული გალერეით).

ბრამანებმა კოლექციონერობა 1979 წელს დაიწყეს, როდესაც ისინი სამხრეთ საფრანგეთში, სენ-პოლის (Saint-Paul) Maeght-ის ფონდში ნანახმა ალექსანდერ კოლდერისა და მიროს სკულპტურებმა გაიტაცა. მათ ორი წლის განმავლობაში ხუთჯერ მოინახულეს ეს ადგილი, რათა თვალი ედევნებინათ აქ წარმოდგენილი კოლექციის ცვლილებისათვის. საბოლოოდ კოლდერის რამდენიმე ნამუშევრის შეძენა გადაწყვიტეს, შემდეგ კი ინტერესის სფერო გააფართოეს და XXდა XXI საუკუნის სხვა მხატვრების ნამუშევრებით დაინტერესდნენ. კონსულტანტებად მათ ჩვენთვის უკვე ნაცნობი გირო და ჯეფრი დოიჩი (Jeffrey Deitch) მოიწვიეს. ეს უკანასკნელი ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორია. წლების განმავლობაში ბრამანები იმდენად ღრმად ჩაერთვნენ ხელოვნების სფეროში, რომ 2002 წელს დიდი წვლილი შეიტანეს Art Basel-ის შვილობილი ფესტივალის - Art Basel Miami Beach-ის ორგანიზებაში.

შუადღისათვის გალერეებში გამოფენილ ბევრ ნამუშევარს უკვე წითელი სტიკერი აკრავს წარწერით „გაყიდულია". ბრამანებს კი ჯერ არაფერი შეუძენიათ. ისინი ხვდებიან ახლო მეგობრებს და ასევე კოლექციონერებს ასპენიდან, ბობ და ნენსი მაგუნებს და სასადილო მაგიდებთან ტრიალებენ თავისუფალი ადგილების მოლოდინში. (მაგუნების ოჯახს არჩევანი შეჩერებული ჰქონდა რობერტ გობერის ყურის სკულპტურაზე. „ჩვენ ხელიდან გავუშვით ყური, - მითხრა ნენსიმ მოგვიანებით - თუმცა დავისაკუთრეთ თითი", - სკულპტორ ტომ ფრიდმანის ნამუშევარი). გრძელ რიგებად მოჩანს ხბოს ხორცისაგან დამზადებული ძეხვეულობა - Art Basel-ის მთავარი პროდუქტი და გამაგრილებელი სასმელები.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ისეთი კერძო კოლექციები, რომლებსაც ის განსაკუთრებულად მიიჩნევს, ირმა მპასუხობს - „ვერ გეტყვით, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ", - და რომელიმე მათგანის გამოყოფა სხვების მიმართ უპატივცემულობად აღიქმება. ეს ძალზე პატარა, ვიწრო სამყაროა.

ადრეულ ნაშუადღევს რუინარის შამპანური ჩამოატარეს - ნაყინის მოძრავი კიოსკის ბაზელური ეკვივალენტი. საგამოფენო დარბაზები გუგუნებს, ვიზიტორები ერთმანეთს უჩვენებენ საკუთარ შენაძენებს. საღამოს 4 საათისათვის ბრამანები ბედს დამორჩილდნენ და ძებნა შეწყვიტეს. დღეს საღამოს ისინი მიწვეულნი არიან ბეიელერის ფონდში (Beyeler Foundation) (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბაზელის მახლობლად) გამართულ სადილზე. ხვალ ისევ დაუბრუნდებიან Art Basel-ს და საბოლოოდ კიდევ ერთხელ შეათვალიერებენ წარმოდგენილ ნამუშევრებს. შემდეგ საფრანგეთში მიემგზავრებიან ერთ-ერთი კერძო კოლექციონერის სახლში გამართულ სადილზე დასასწრებად. არიან თუ არა ისინი იმედგაცუებული იმის გამო, რომ ხელცარიელი ბრუნდებიან სახლში? ნორმანი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. სხვა რომ არაფერი, ეს იყო ძველი მეგობრების მონახულებისა და ახალი ნაცნობობის გაბმის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ორი თვის შემდეგ მე ისევ ვხვდები ბრამანებს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მეექვსე სართულზე, სადაც ვილემ დე კუნინგის რეტროსპექტივისათვის, შესაბამისი ქირის საფასურად, წარმოდგენილია ბრამანების ძვირფასი საკუთრება - დე კუნინგის ნამუშევრები - „დაშვება ბოლტონში" (Bolton Landing) და „ქალი" (Woman). „რა ლამაზია", - ჩურჩულებს ნორმანი გამოფენის დათვალიერებისას. ნორმანმა „ქალი" ირმას დაბადების დღისათვის შეიძინა 1997 წელს, დე კუნინგის გარდაცვალების შემდეგ. ირმა Bolton Landing-ის წინ ჩერდება და იმ მომენტს იხსენებს, როდესაც აუქციონიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ეს ნამუშევარი უკვე მათი საკუთრება იყო. ნახატის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ ირმამ არ იცოდა ამ ამბის გაგებისას აღფრთოვანებულიყო თუ ენერვიულა. თუმცა ახლა იგი ძალიან კმაყოფილია და აცხადებს - „თუ საუკეთესო მხატვრის ნამუშევარს ყიდულობ, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენს იხდი მასში". როგორც ნორმანი ამბობს - „ბაზარი სწრაფად დააფასებს ამ ნამუშევრის ღირებულებას".

ბრამანებს ბოლო თვეების მანძილზე არაფერი შეუძენიათ. „მე ვესაუბრე ფრენკ გიროსსანამ იგი პარიზში გაფრინდებოდა, - მითხრა ნორმანმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩვენი შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ. - ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე, ბაზარზე სულ მალე ახალი საინტერესო ნამუშევრები გამოჩდება". დღეს შუადღისას ისინი დაესწრებიან სადილს, რომელიც გაგოსიანის გალერეაში სკულპტორ რიჩარდ სერას ნამუშევრების გამოფენის ოფიციალურ გახსნას ეძღვნება. ნორმანი ამბობს: „ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, რომ სიახლე არ გამოგეპაროს".

 

წინა სტატია

15 მილიარდერი საქართველოში
17 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

ვირუსებთან მებრძოლი რაინდი კომპანია Pfizer მომდევნო წარმატებულ გასროლას ამზადებს
20 იანვარი, 2012
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა