BITFURY GROUP სასწრაფო განცხადებას ავრცელებს

Bitfury Group-ის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადება რუსთავი 2-ის კვირის გადაცემა "PS"-ში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ: 

საერთაშორისო კომპანია "ბიტფური ჯგუფი" აცხადებს რომ არა აქვს და არასდროს ჰქონია რაიმეს სახის,პირდაპირი და არც ირიბი შემხებლობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე/ნებისმიერი სახის ბიზნეს აქტივობასთან. 

კატეგორიულად ვაცხადებთ,რომ ამდაგვარი არასწორი,გადაუმოწმებელი, პროვოკაციული და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება ჩვენს კომპანიაზე ცალსახად ეწინააღმდეგება როგორც სიმართლეს და საღ აზრს, ასევე ელემენტალურ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და მიმართულია ჩვენი კოპანიის საქმიანობის და რეპუტაციული დისკრედიტაციისკენ. 

ჩვენ მოვუწოდებთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მათ მიერ დასახელებულ წყაროს პრესა.ჯი-ის : გამოქვეყნონ რაიმე სახის რელევანტური(ნებისმიერი) მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ანონსში გასული ინფორმაცია "ბიტფური ჯგუფზე"(ჩვენი საბრენდო ნიშნების გამოყენებით).წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ შესაბამის სამართლებრივ და კანონით გათვალისწინებულ სხვა ტიპის პროცედურებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის, თემის საჯარო განხილვით საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის კომისიაში.

ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ გამჭირვალობის და ტრანსპარენტულობის უმაღლეს სტანდარტს. მათ შორის, მედიასთან ურთიერთობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ დაინტრესებულ პირებს, რომ ჩვენი კომპანია არის მსოფლოში ერთ-ერთ წამყვანი კომპანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.

https://www.forbes.com/sites/michaeldelcastillo/2019/02/04/top-crypto-blockchain-fintech-companies/#682f08066a9c

ჩვენ გირჩევთ

ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიანი სარგებელი ყოველთვის აღემატება მოკლევადიან დანაკარგებს

სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, რომლის ვალუტებთან ლარი ყველაზე მეტად უფასურდება

ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიანი სარგებელი ყოველთვის აღემატება მოკლევადიან დანაკარგებს

ფინანსური სტაბილურობის გრძელვადიანი სარგებელი ყოველთვის აღემატება მოკლევადიან დანაკარგებს

წინა სტატია

Экономики каких стран вырастут больше всего – прогноз EBRD
10 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

რეგულირების ეფექტი
13 მაისი, 2019
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა