აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა

The Economist-ის დემოკრატიის ინდექსით თერთმეტივე უფრო წინაა, ვიდრე საქართველო.

აფრიკა ყველაზე არადემოკრატიული კონტინენტია, თუმცა ამ კონტინენტის 11 ქვეყანა დემოკრატიის ინდექსში უფრო მაღალ ადგილს იკავებს, ვიდრე საქართველო, ანუ საქართველოზე მეტად დემოკრატიული ქვეყნებია.

დემოკრატიის ინდექსს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “THE ECONOMIST“-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. ინდექსში საქართველო 89-ე ადგილს იკავებს 5.50 ქულით. საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფში ხვდება, რაც ნიშნავს, რომ არ ტარდება სრულად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებს, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, გავრცელებულია კორუფცია და ა.შ.

აფრიკაში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მავრიკია, რომელიც მადაგასკარის კუნძულთან ახლოს, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მავრიკი მდიდარი ქვეყანაც არის, ერთ მოსახლეზე შემოსავალი 25 000 დოლარია. დემოკრატიის ინდექსში მავრიკს მე-17 ადგილი უჭირავს. შემდეგ კაბო-ვერდე მოდის ასევე კუნძულოვანი ქვეყანა, ოღონდ ატლანტის ოკეანეში. კაბო-ვერდე 26-ე ადგილზეა.

გრაფიკი: საქართველოზე დემოკრატიული აფრიკული ქვეყნები

ადგილი

ქვეყანა

ქულა

17

მავრიკი

8.22

26

კაბო-ვერდე

7.88

28

ბოტსვანა

7.81

40

სამხრეთ აფრიკა

7.24

56

ლესოტო

6.64

57

განა

6.63

63

ტუნისი

6.41

69

ნამიბია

6.25

73

სენეგალი

6.15

81

ბენინი

5.74

86

ზამბია

5.61

89

საქართველო

5.50

 

ჩვენ გირჩევთ

კომისია: სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

კომისია: სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა

კომისია: სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა

წინა სტატია

Georgian National Communications Commission: TV Broadcast revenues are stable and have not been reduced
25 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

2018 წელს ტელევიზიების მთლიანი შემოსავლები და სარეკლამო შემოსავლები შემცირდა
27 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა