აპრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 102 მილიონი ლარით გაიზარდა

2019 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 102 მლნ ლარით (0.7%-ით) გაიზარდა, ბოლო ერთ წელიწადში კი 2 მილიარდი მლნ ლარით, 16%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით 12.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული ფიზიკურ პირებზე, რაც მთლიანი სესხების 48%-ია.

აპრილში 124 მლნ ლარით გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა და 8.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში გაცემული სესხები 164 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 40 მლნ ლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 2.1 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

აპრილში 5 მლნ ლარით შემცირდა სამომხმარებლო სესხების მოცულობა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები 34 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა გრძელვადიანი 29 მლნ ლარით გაიზარდა. ცალკე ლარში აღებული სამომხმარებლო სესხები 7 მლნ ლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხები 5 მლნ ლარითაა გაზრდილი, თუმცა ზრდა გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებზე მოდის. მოკლევადიანი 429 მლნ ლარითაა შემცირებული.

პირველი მაისის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 17.1%-ია. ერთი წლის წინ 16.4% იყო. აპრილში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 20%-დან 21.2%-მდე გაიზარდა, ხოლო გრძელვადიანზე 16.9%-დან 16.8%-მდე შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

ტრანსფერ პრაისინგი

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

წინა სტატია

თბილისში Lean 6 Sigma ტრენერი, რენო დომენიკო ჩამოდის
27 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიო ისტორიაში
27 მაისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა