ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიო ისტორიაში

უკვე მეორე წელია პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, თუმცა კითხვაზე „ვინ იყო პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი“, - ეკონომისტები განსხვავებულად პასუხობენ. ასე მაგალითად, Forbes გათვლით, 1999 წელს ბილ გეითსი უფრო მდიდარი იყო 100 მილიარდი დოლარის ქონებით, ვიდრე დღეს ჯეფ ბეზოსია თითქმის ანალოგიური მოცულობის თანხით. კერძოდ, თუკი ინფლაციას გავითვალისწინებთ, გასული საუკუნის ბოლოს არსებული 100 მილიარდი დოლარი, დღევანდელ კურსზე დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი გამოდის.

განსხვავებულ  მონაცემებს გვთავაზობს ეკონომისტი სამუელ ვილიამსონი, რომელიც პორტალს  MeasuringWorth ხელმძღვანელობს. მან პლანეტის ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის შესადგენად, უმდიდრესი ადამიანების ქონება იმ დროისთვის მათი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას შეადარა. ასე მაგალითად, მსოფლიოს პირველი მილიარდერის ჯონ როკფელერის ქონება 1937 წელს 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროინდელი ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6% იყო. ამ მეთოდით, როკფელერს რომ ჩვენს თანამედროვეობაში ეცხოვრა, მისი ქონება 330 მილიარდ დოლარზე მეტი იქნებოდა - სამჯერ მეტი ვიდრე ჯეფ ბეზოსის ქონებაა.

ჯონ როკფელერი

ქონება: $331 მილიარდი

როკფელერმა კომპანია Standard Oil 1870 წელს დააფუძნა. Forbes -ის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველ რეიტინგში (1918) წელს როკფელერს პირველი ადგილი ეკავა, 1.2 მილიარდი დოლარით. მაშინ გამოცემის დამფუძნებელი  წერდა, რომ რომ თუკი როკფელერი თავის ქონებას ყველა ამერიკელს გაუნაწილებდა თითო მათგანს $10 შეხვდებოდა. როკფელერმა სიცოცხლეშივე ქველმოქმედებაზე $500 მილიონი დახარჯა (დღეისთვის $8 მილიარდზე მეტი).

ენდრიუ კარნეგი

ქონება: $331 მილიარდი

მსოფლიოში „ფოლადის მეფედ“ წოდებულმა კარნეგმა საკუთარი კომპანია J.P. Morgan 1901 წელს რეკორდულ ფასად $480 მილიონ დოლარად გაყიდა. 1918 წლის რეიტინგში Forbes-ს მისი ქონება $200 მილიონად ჰქონდა შეფასებული.

კორნელიუს ვანდერბილტი

ქონება: $238 მილიარდი

XIX საუკუნის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი ამერიკაში, რომელმაც თავის მემკვიდრეებს 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუტოვა. მის სახელს უკავშირდება Grand Central Termina-ის მშენებლობა.

ბილ გეითსი

ქონება: $215 მილიარდი

Microsoft-ის დამფუძნებელი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდებას.

მარკუს ლიცინიუს კრასუსი

ქონება: $210 მილიარდი

რომაელი მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. მოღვაწეობდა ძვ.წ. 115 – 53 წლებში. კრასუსმა იმ დროინდელ რომში ძველი დანგრეული შენობების შეძენით, შემდეგ კი გაყიდვით, საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. მისთვის შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს მონებით ვაჭრობა წარმოადგენდა.

ალან რუფუსი (იგივე ალან წითური - 1040-1093)

ქონება: $203 მილიარდი

უილიამ დამპყრობელის ნათესავი; რუფუსი მე-11 საუკუნეში ინგლისის ქონების თითქმის 7 პროცენტს ფლობდა.

ჯონ იაკობ ასტორი

ქონება: $169 მილიარდი

ამერიკელმა მეწარმემ (1763—1848) ქონება ტყავის რეალიზებით დააგროვა. მოგვიანებით მან ინვესტირება ნიუ-იორკის უძრავ ქონებაშიც დაიწყო.

უორენ ბაფეტი

ქონება: $93 მილიარდი

ბაფეტი Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქველმოქმედია. Forbes ბაფეტის საქველმოქმედო დონაციებს 32 მილიარდ დოლარად აფასებს.

ჯონ სპენსერი

ქონება: $53 მილიარდი

სპენსერი სხვადასხვა სახით პროდუქტებით ვაჭრობდა თურქეთთან და ესპანეთთან, ის ასევე იყო ლონდონის მერი.

ჯეიმს ბრიდჯსი (1673-1744)

ქონება: $41 მილიარდი

ინგლისის უმდიდრესი ადამიანი ბრიტანული ჯარების გენერალი იყო, რა დროსაც მან დიდი ქონების დაგროვება შეძლო.

ელეონორ აკვიტანიელი (1122-1204 წწ.)

ქონება: $25 მილიარდი

საფრანგეთის და ინგლისის დედოფალი, რომელიც ევროპაში სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობდა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

ტრანსფერ პრაისინგი

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

საქართველოში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი გაიზარდა

წინა სტატია

აპრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 102 მილიონი ლარით გაიზარდა
27 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება
27 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა