Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება

Mercedes-Benz Business Week მსოფლიოში პირველად საქართველოში ჩატარდება. ღონისძიება 7-8-9 ივნისს გაიმართება და ბიზნესმენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, ეფექტურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

პროექტის პირველ დღეს გახსნის Mercedes-Benz Daimler-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი Ilkhomjon Fayziev და დაიმლერის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი Utz Rachner. მოწვეულია ასევე მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი და ანტრეპრენუარი Andriy Fedoriv. კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იქნება ქართველი და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლით, რომლებიც აქტუალური თემების შესახებ საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში სს "დაიმლერის" ოფიციალური წარმომადგენლების, "ბენე ექსკლუზივი"-სა და "აკა ჯგუფი"-ის ორგანიზებით განხორციელდება. პროექტი კომპანიების დირექტორებს, დამფუძნებლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება, კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებაშიც Networking Georgia-ს გუნდი დაეხმარებათ. B2B შეხვედრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შედგება. გუნდი თითოეულ ეტაპზე მიყვება ორივე მხარეს და უზრუნველყოფს კომპანიების ინტერაქციასა და სასურველი შედეგების მიღწევას.

ბიზნეს კვირეულს 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. ღონისძიება სამივე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: Mercedes-Benz-ის თბილისის ცენტრში, სასტუმრო ბილთმორ თბილისსა და კლუბ რესპუბლიკაში.

Mercedes-Benz Business Week-ზე საერთაშორისო ბიზნეს სპირეკების გამოსვლის შემდეგ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს "ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი", ხოლო მესამე დღეს Parov Stelar-ის საქსაფონისტი Max The Sax. კვირეულის მთავარი მედია პარტნიორები არიან: Forbes, Palitra News და BPN.

დასწრების მსურველები ვერიფიკაციას "ბენე ექსკლუზივი"-ს ვებ-გვერდსა და tkt.ge-ზე გაივლიან.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის ჯილდო მიიღო

ტრანსფერ პრაისინგი

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის ჯილდო მიიღო

წინა სტატია

ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიო ისტორიაში
27 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
28 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა