მსოფლიო ბანკი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს $62 მილიონით დააფინანსებს

GSE კაპიტალის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის $62 მილიონის სესხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღო. თანხა „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების” პროექტის ფარგლებში გამოიყოფა და მას IBRD დააფინანსებს. IBRD მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკია.

პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდას, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსურ გაჯანსაღებას და მოსამზადებელ სამუშაოებს კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად.

„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტრომომარაგებას, ასევე შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო ელექტროსისტემას მოიზიდოს გრძელვადიანი კომერციული დაფინანსება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგო ბაზარმა პოზიტიური ცვლილებები განიცადა.

„რეფორმების შედეგად, ქვეყნის ენერგო სექტორი, რომელიც ფინანსური კოლაფსის წინაშე იდგა, საიმედო და განვითარებად სექტორად იქცა. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები. დაფინანსება კი საქართველოს სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება“, - განმარტავენ მსოფლიო ბანკში.

ჩვენ გირჩევთ

აპრილში ბანკების მოგება 4 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის ჯილდო მიიღო

აპრილში ბანკების მოგება 4 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში ბანკების მოგება 4 მილიონი ლარით გაიზარდა

წინა სტატია

საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
28 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia Boosts Investment in Energy Sector, with World Bank Support
28 მაისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა