ხაჭაპური და ჩურჩხელა საუკეთესო "ქუჩის საკვებს" შორის სახელდება

ხაჭაპური და ჩურჩხელა ე.წ. ქუჩის საკვების რჩეულებს შორისაა. ამერიკულმა Forbes-მა ქუჩის საუკეთესო კერძების სია ამერიკული რესტორნების მფლობელს როუზ პრევიტს შეადგენინა. მისი რესტორნები ვაშინგტონში - Compass Rose და Maydan წლებია საკუთარ მენიუში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების რეცეპტეპს იყენებს.

30 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, როუზი ქუჩის საუკეთესო საკვებს ასახელებს და მათ შორისაა მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელაც.

"როდესაც თბილისში პირველად ჩავედი ნოემბერი იყო და საკამოდ ციოდა. თბილისში ბევრგან შეგიძლიათ ხაჭაპურის დაგემოვნება, მათ შორის ქუჩის საცხობებშიც. პირველად თბილისი სწორედ ხაჭაპურით ხელში მოვიარე", - წერს როუზი.

რაც შეეხება ჩურჩხელას, მან ის საქართველოში მოგზაურობისას დააგემოვნა.

"საქართველოს რეგიონებში მგზავრობისას გზად აუცილებალდ შეხვედებით ჩურჩხელას. მას გზატკეცილებზე უმეტესად მოხუცი ქალბატონები ყიდიან. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ჩურჩხელა სეზონურია, პირველად ის ნოემბერში დავაგემოვნე, თუმცა როდესაც ზაფხულში დავბრუნდი საქართველოში კიტრისა და პომიდვრის მეტი ვერაფერი ვნახე", - ვკითხულობთ სტატიაში. სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ჩვენ გირჩევთ

მოგზაური გუბერნატორები

ლუდი? ვედრო მანეთად!

მოგზაური გუბერნატორები

მოგზაური გუბერნატორები

წინა სტატია

კაპიტალიზმი არაა ბოროტება
04 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Mercedes-Benz Business Week Georgia-ს სპიკერები ცნობილია
04 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა