მარტში ფულადი გზავნილები 28 მილიონი დოლარით შემცირდა

უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილები 28.4 მილიონი დოლარით (23.5%-ით) შემცირდა. იანვარ-მარტში კი ჯამში 73 მილიონი დოლარით (23%-ით) შემცირდა.

უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 25 მილიონი დოლარით შემცირდა.

გზავნილების შემცირების მიხედვით, მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია - საბერძნეთიდან 3.6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.7 მილიონი დოლარით.

ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 6 თვეში გზავნილები 141 მლნ დოლარით არის შემცირებული.

წინა სტატია

Forbes Georgia არჩევს ავტორებს ბიზნეს თემატიკისთვის
15 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

დაგროვებითი პენსია საქართველოში. ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევები
16 აპრილი, 2015
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა