აუთვისებული კაპიტალური პროექტები

აუთვისებული კაპიტალური პროექტები

2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის დაგეგმილია 2,349 მლნ ლარის მიმართვა, რაც ბიუჯეტის 17.9%-ს შეადგენს. 

კაპიტალური პროექტების ყველაზე მსხვილი განმახორციელებელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც წელს 1,820 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს (მთლიანი პროექტების ღირებულების 77.5%).

კაპიტალური პროექტების დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სესხები (51.6%) და საბიუჯეტო სახსრები (46.6%). 

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალური პროექტების უმეტესობა კრედიტით ფინანსდება, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წელს 14 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა. აღნიშნული თანხების დროული და დაგეგმილი ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კრედიტების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 

2019 წლის მონაცემებით კი წლის პირველ კვარტალს თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ 30–ზე მეტი პროექტის შემთხვავაში თანხის ათვისება 0%–ია. 

ასე მაგალითად, ახალციხე–ბათუმის 220 კვ ხაზის მშენებლობაზე წლიური გეგმა 13 მლნ ლარს შეადგენს, წლის 3 თვის მონაცემებით კი გეგმის ათვისება 0%–ია. პროექტს ADB, IBRD და WB აფინანსებს. 

მსხვილი კაპიტალური პროექტები და 3 თვის შესრულების მაჩვენებელი: 

ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი – წყალტუბო – ლაჯანური(EBRD)

წლიური გეგმა – 15 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა

წლიური გეგმა – 11 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB)

წლიური გეგმა – 145 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB)

წლიური გეგმა – 10 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

წლიური გეგმა – 25 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 3% 

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში

წლიური გეგმა – 20 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD)

წლიური გეგმა – 20 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW)

წლიური გეგმა – 5 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა

წლიური გეგმა – 5 000 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0% 

მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა (EBRD)

წლიური გეგმა – 3 200 000 ლარი

3 თვის ფაქტობრივი შესრულება – 0%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *