18.3 მლნ ლარი 3 თვეში – რომელი საბიუჯეტო ორგანიზაციები ხარჯავენ ყველაზე მეტს მივლინებებში

წლის პირველ კვარტალში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებში ჯამში 18.3 მლნ ლარი დახარჯეს. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.6 მლნ ლარით ნაკლები იყო.

ამასთან, ბოლო 5 წელში ბიუჯეტიდან მივლინებებზე გაწეული ხარჯი 13.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2018 წელს 78.1 მლნ ლარი შეადგინა. გასული წლის მსგავსადაც, 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა მივლინებებზე თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

წლის პირველ სამ თვეში სამივლინებო ხარჯები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

•             პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 771 865 ლარი

•             პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 558 702 ლარი

•             მთავრობის ადმინისტრაცია - 1 168 737 ლარი

•             იუსტიციის სამინისტრო - 196 746 ლარი

•             საგარეო საქმეთა სამინისტრო - 576 472  ლარი

•             თავდაცვის სამინისტრო - 9.8 მლნ ლარი

•             შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.1 მლნ ლარი

•             ჯანდაცვის სამინისტრო - 377 379 ლარი

•             გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 621 820 ლარი

•             განათლების და მეცნიერების სამინისტრო - 1.1 მლნ ლარი

•             ეკონომიკის სამინისტრო - 541 870 ლარი

•             ფინანსთა სამინისტრო – 456 330 ლარი

ჩვენ გირჩევთ

შრომის ბაზრის მოთხოვნები VS სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები

აუთვისებული კაპიტალური პროექტები

შრომის ბაზრის მოთხოვნები VS სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები

შრომის ბაზრის მოთხოვნები VS სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები

წინა სტატია

Gelişen piyasaların "sıcak noktaları" - Gürcistan Global Finance reytinginde yer alıyor
10 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

10 კომპანია, რომელშიც 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა
10 ივნისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა