10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი საქართველოში

წლის პირველ 5 თვეში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობა საქართველოში მოგზაურობისას თბილისს ირჩევს. კერძოდ, წლის პირველ კვარტალში მოგზაურების მიერ მონახულებულ ადგილებს შორის 52%–ით თბილისი ლიდერობს. თბილისს საანგარიშო პერიოდში 670 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.  მეორე ადგილს ბათუმი იკავებს 19%–ით, წლის პირველ სამ თვეში ბათუმში 249 288 ვიზიტორი ჩავიდა.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ მონახულებული ადგილები, წლის პირველ კვარტალში

თბილისი

რაოდენობა – 670 062 (მთლიანი რაოდენობის 52.1%).

ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გინოის ციხესიმაგრე და სხვა)

რაოდენობა – 249 288 (მთლიანი რაოდენობის 19.4%).

მარნეული

რაოდენობა – 191 735 (მთლიანი რაოდენობის 14%).

გუდაური

რაოდენობა – 135 693 (მთლიანი წილის 10.6%).

ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა)

რაოდენობა – 43 222 (მთლიანი რაოდენობის 3.4%).

მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე და სხვა)

რაოდენობა – 40 967 (მთლიანი რაოდენობის 3.2%).

ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის რაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა)

რაოდენობა – 22 588 (მთლიანი რაოდენობის 1.8%).

ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი და სხვა)

რაოდენობა – 20 079 (მთლიანი რაოდენობის 1.6%).

ლაგოდეხი (ეროვნული ნაკრძალი და სხვა)

რაოდენობა – 18 173 (მთლიანი რაოდენობის 1.4%).

ბორჯომი (ლიკანი, მინარალური წყლები, მწვანე მონასტერი, ეროვნული პარკი და სხვა)

რაოდენობა – 14 698 (მთლიანი რაოდენობის 1.1%).

დანარჩენი წილი სხვა ადგილებზე მოდის. ასე მაგალითად, გორს (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) წლის პირველ კვარტალში 14 363 ვიზიტორი ეწვია, გარდაბანს (მარტყოფის მონასტერი) 13 612.

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ჩვენ გირჩევთ

ჩემპიონთა ლიგა: პურიც და სანახაობაც

ლარის მცურავი კურსი საქართველოს ეკონომიკას დაახრჩობს

ჩემპიონთა ლიგა: პურიც და სანახაობაც

ჩემპიონთა ლიგა: პურიც და სანახაობაც

წინა სტატია

რომელ დარგებში მცირდება ინვესტიციები
11 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Grant Thornton holds regional conference in Batumi
11 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა