შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000–ით შემცირდა. კობახიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში 750 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

შემცირდა თუ არა ბოლო 7 წელში საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

სტატისტიკის სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 20% ცხოვრობს. სიღარიბის მაჩვენებელს საქსტატი მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით ითვლის, რომლის მიხედვითაც აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლების გამოთვლა ხორციელდება შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევიდან.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წლიდან 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. 2016 წელს კი საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა და 21,3% შეადგინა. 2018 წლის ბოლოს კი 20.1%–მდე შემცირდა.

სტატისტიკის სამსახური არ ითვლის, თუ კონრეტულად რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, თუმცა, თუკი მაჩვენებლს საქართველოს მოსახლეობას (3 729 600 ადამიანი 2018 წლის მონაცემებით) შევადარებთ, გამოვა, რომ ქვეყანაში 749 649 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

საქსტატის მონაცემებითვე, 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 739 300 იყო, სიღარიბის მაჩვენებელი კი 30%, ანუ 1 121 790 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. გამოდის, რომ 2012 წლის შემდეგ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 372 ათასი პირით შემცირდა.

ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით არის დაკორექტირებული. კერძოდ, როგორც Forbes-ს სტატისტიკის სამსახურში განუცხადეს, 2014 წლის აღწერის შემდეგ, აღნიშნული მონაცემები შეიცვალა და ახალი მაჩვენებლების მიხედვით დაკორექტირდა.

დღეს საქართველოში ნახევარ მილიონამდე ადამიანი სახელმწიფო დახმარებას იღებს. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ჯამში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 12.5% იღებს. მაისის ბოლოს მსგავსი პირების რაოდენობამ 467 284 შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

რომელ დარგებში მცირდება ინვესტიციები

467 284 პირი საარსებო შემწეობას იღებს

რომელ დარგებში მცირდება ინვესტიციები

რომელ დარგებში მცირდება ინვესტიციები

წინა სტატია

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიას საქმიანობა აუკრძალა
12 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა
12 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა