33 საქმე, რომელიც აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

გასულ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 90 აუდიტი ჩაატარა, აქედან 25 ფინანსური, 53 შესაბამისობის და 12 ეფექტიანობის აუდიტი. 

ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა¬-ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

გასულ წელს აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებს 33 მასალა გადაუგზავნა.

„აუდიტების ფარგლებში პერიოდულად ვლინდება ისეთი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი კონკრეტული საკითხები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს დეტალური განხილვისათვის. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისათვის არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია, როგორც რისკის შემცველი ანგარიშების გადაგზავნის, ასევე გადაგზავნილ საკითხებზე რეაგირების სტატუსების მუდმივი მონიტორინგის კუთხით”, – ვკითხულობთ უწყების წლიურ ანგარიშში.

სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი“. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების მონაცემების გადამოწმებით დადგინდა რომ მათი ნაწილი იმყოფება კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.

კიდევე ერთი საქმე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ შეეხება თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსურ აუდიტს. სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა თაღლითობის მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ: სხვადასხვა ან ერთსა და იმავე საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა რამდენიმე საიდენტიფიკაციო კოდის მქონე მიმღებ პირზე (ყოფილ თანამშრომლებზე) თანხები, თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ თვეებში. 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140.5 ათასი ლარი.

აუდიტმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების 2017 წლის შესაბამისობის აუდიტიც. აუდიტმა დაადგინა, რომ სატენდერო კომისიის არამიზანშეწონილი გადაწყვეტილებების, ასევე პრეტენდენტებისადმი მოთხოვნებისა და შესყიდვის ობიექტის აღწერაში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, სხვადასხვა ტენდერში (ჯამური ღირებულებით − 2,273 ათასი ლარი) ვერ მოხერხდა 333.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღება.

სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ აბაშის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. უწყებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო შესრულებულ სამუშაოებზე დარღვევა-ნაკლოვანებების გამოვლენა და სათანადო რეაგირების განხორციელება. კერძოდ, დაზიანებები დაფიქსირდა 2016-2017 წლებში შესრულებულ 1.2 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოებზე. შედეგად, მოსახლეობა სრულად ან ნაწილობრივ ვერ სარგებლობს 907 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებით.

ზემოთ მოყვანილ საქმეებთან ერთად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა: 2015–2016 წლების თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტი; 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი; ადიგენის, ახალციხის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების  2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტები; დმანისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი; თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი და სხვა.

ჩვენ გირჩევთ

შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

თანხა, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციები შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ხარჯავენ

შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

წინა სტატია

ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
12 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Hazineye bağlı kuruluşlarda, emek karşılığı kadrosuz elemanlara ödenen tutarlar
12 ივნისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა