მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წლის პირველი კვარტალი 51 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სექტორმა კვარტალი ზარალით დაასრულა.

საქართველოში 2019 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12–ით ნაკლებია.

წლის პირველ კვარტალში, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური ზარალი 51 170 047 ლარი იყო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სექტორმა კვარტალი ზარალით დაასრულა.

საქართველოში მოქმედი მისოების მთლიანი აქტივები მილიარდ ლარს აჭარბებს და 1 360 728 791 ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 931.5 მლნ ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 1.1 მლრდ ლარზე მეტის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული, რაოდენობრივად კი 821 993. გაცემული სესხების უმეტესობა ფიზიკურ პირებზე მოდის.

გასულ წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 31.1 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემებს 13,4 მლნ ლარით ჩამოუვარდება. მისოების მოგება უკვე წლებია მცირდება. 2017 წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს 124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი, 2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 - 49.3 მლნ ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია სექტორის ზარალზე გასვლას ახალ რეგულაციებს უკავშირებს. Forbes-თან საუბრისას შენგელია ამბობს, რომ ბაზრის თითქმის ყველა მსხვილ მოთამაშეს ზარალი უფიქსირდება.

"გასული წლის გაზაფხულიდან რეგულაციების ახალი პაკეტი ამოქმედდა, წლის დასაწყისიდან კი მას კიდევ ახალი დაემატა. 51 მილიონის ზარალი კი ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა", - ამბობს შენგელია.

ჩვენ გირჩევთ

ISET: საუკეთესო შემთხვევაში, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.9%–ით გაიზრდება

ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა

ISET: საუკეთესო შემთხვევაში, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.9%–ით გაიზრდება

ISET: საუკეთესო შემთხვევაში, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.9%–ით გაიზრდება

წინა სტატია

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემას 90 მილიონი ევროთი დააფინანსებს
13 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Arazi satışıyla hazineye 4 ay içerisinde 20.9 milyon GEL girmiştir
13 ივნისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა