ეკონომიკის რომელ სექტორებში მცირდება/იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა

მშენებლობის დარგი ერთადერთია, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 4000–ზე მეტად შემცირდა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 619.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.6 პროცენტით მეტია.

წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ყველა სექტორში გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა, გარდა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობისა. მშენებლობის დარგი ერთადერთია, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 4000–ზე მეტად შემცირდა. შეგახსენებთ, რომ შემცირების ტენდენცია აქვს მშენებლობის სექტორში რეალურ მთლიან შიდა პროდუქტსაც. აღნიშნულს საქსტატში შენობების, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შემცირებით ხსნიან.

დასაქმებულთა რაოდენობა და მისი ცვლილება წლის პირველ კვარტალში:

  • მშენებლობა: 59 622 პირი (–4174)

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: 11 010 პირი (–367)

  • მრეწველობა: 121 259 პირი (+583)

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა: 176 898 პირი (+13 669)

  • ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობა: 55 060 პირი (+2039)

  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობა: 37 144 პირი (+3233)

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: 21 336 პირი (+2204)

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები : 18 742 (+1486)

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები: 22 388  პირი (+1660)

  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები:  22 282 პირი (+1292)

  • განათლება: 24 111 პირი (+ 508)

  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: 70 140 პირი  (+2742)

  • ხელოვნება, გართობა და დასვენება: 15 517 პირი (+1742)

    ჩვენ გირჩევთ

    თანხა, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციები შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ხარჯავენ

    საქართველოს ბანკი პროგრამა START-ს იწყებს

    თანხა, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციები შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ხარჯავენ

    თანხა, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციები შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ხარჯავენ

წინა სტატია

წლის დასაწყისიდან, ბიძინა ივანიშვილის ქონება $270 მილიონით გაიზარდა
13 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

ISET: En iyi durumda, Gürcistan ekonomisi 2019 yılında %5.9 artacak
13 ივნისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა