მაისში საქართველოს ექსპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ექსპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მაისში 2018 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 3.4%-ით (11 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7.3%-ით (60 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 334 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 772 მლნ დოლარი შეადგინა.

მაისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -417 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 71 მლნ დოლარით ნაკლებია.

ხუთი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 1%-ითაა გაზრდილი. ხუთი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 010 მლნ დოლარია, გასული წლის ხუთ თვეში -2 258 მლნ დოლარი იყო.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *