3 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 8.3 მლნ ლარის მოგება მიიღეს

3 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 8.3 მლნ ლარის მოგება მიიღეს

წლის პირველ კვარტალში, საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 179.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15.6 მლნ ლარით აღემატება. იზრდება კომპანიების წმინდა მოგებაც. კერძოდ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 3 თვეში კომპანიებმა ჯამში 8.3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 0.8 მლნ ლარით აღემატება. ინდუსტრიის ჯამური აქტივები 766 მლნ ლარამდეა გაზრდილი, კაპიტალი კი 230.1 მლნ ლარამდე.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით კომპანია იმედი L ლიდერობს – 46 მლნ ლარი წლის პირველ კვარტალში; მას მოსდევს ჯიპიაი 28.1 მლნ ლარით და ალდაგი 19.1 მლნ ლარით.

სააგნარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ზარალი კომპანია ჯიპიაიმ აანაზღაურა – 18.9 მლნ ლარი; მეორე ადგილს იმედი L იკავებს 12.3 მლნ ლარით, მესამეს კი ალდაგი 6.6 მლნ ლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *