ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის, ან მისი არასრული ფორმით წარდგენისთვის 68 კომპანია დაჯარიმდა.

კერძოდ, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიმართ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა სანქციის სახედ ფულადი ჯარიმა საერთო ჯამში გამოიყენა 68 სუბიექტის მიმართ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აქედან, არააუდიტირებული ანგარიშგების წარდგენისთვის დაჯარიმდა 6, არასრული ანგარიშგების წარდგენისთვის 6, ხოლო ანგარიშგების სამსახურში წარუდგენლობისთვის 56 სუბიექტი.

საერთო ჯამში, სამსახურმა ზემოაღნიშნულ სუბიექტებს დააკისრა 735 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა.

საქართველოში აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2016 წლიდან ფუნქციონირებს. 2017 წლიდან საქართველოში მოქმედ საწარმოებს საკუთარი ანგარიშგების სამსახურისთვის წარდგენა ევალებათ. საწარმოები 4 კატეგორიად არის დაყოფილი და ყველა მათგანს ევალება ანგარიშგება საზედამხედველო ორგანოს მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედვით აწარმოოს. საწარმოების ზომა მათი ბრუნვის, აქტივების მოცულობის და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით დგინდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *