EBRD მხარს უჭერს მეფრინველოების ფერმის „ჩირინას“, გაფართოებას საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 4 მილიონს ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს ქართულ, ვერტიკალურად ინტეგრირებულ, თანამედროვე მეფრინველოების ფერმას შპს „ჩირინას“ წარმოების მოცულობის 50 პროცენტით გასაზრდელად.

EBRD დააფინანსებს 14 ახალი ბროილერის ფერმის აშენებას ქვეყნის მასშტაბით ქათმის ხორცწარმოების გაზრდისა და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის განხორციელების მიზნით.

პროექტი ასევე ისარგებლებს €99,000 წამახალისებელი გრანტით, რომელიც მიზნად ისახავს ახალ ფერმებში თანამედროვე  ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. გრანტი გამოიყოფა EBRD-ის ფინანსური და ტექნოლოგიური კლიმატის ცვლილების ცენტრის (FINTECC) პროგრამის მეშვეობით, რომლის მიზანიც ტექნოლოგიების კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის სფეროში ტრანსფორმირებაა.

EBRD-მა შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო ბანკის საერთაშორისო საკონსულტაციო სერვისების მიწოდებით, რაც ევროკავშირის მიერ EU4BUSINESS ინიციატივის ფარგლებში ფინანსდებოდა.

შპს „ჩირინა” 2011 წელს Greenfield-ის (ახალი ბიზნეს ინიციატივები) სახით, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. ბოლო წლებში გაორმაგდა ქათმის ხორც პროდუქტების წარმოება, რამაც ხელი შეუწყო დაბალი ხარისხის, გაყინული, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას. შპს „ჩირინა" ასევე მიზნად ისახავს რეგიონალური ინკლუზიის ხელშეწყობას სპეციალური ტრენინგ პროგრამის დანერგვით, მარცვლეულის ფერმერებისთვის თავისივე მიწოდების ჯაჭვსა და მის ფარგლებს გარეთ (მინიმუმ 100 ადგილობრივი ფერმერი, მათ შორის 20 ქალი), თანამედროვე ფერმერული ტექნიკის დანერგვის ხელშეწყობის და მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.

„EBRD მოხარულია მხარი დაუჭიროს „ჩირინას“ გაფართოებას. პროექტს ექნება საგრძნობი საჩვენებელი ეფექტი საწარმოო ჯაჭვის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს აგრობიზნეს სექტორში და ამავე დროს, ის მნიშვნელოვანია იმპორტის ჩანაცვლების, საკვების უსაფრთხოების სტანდარტების გამყარებისა და საზღვრებს გარეთ ვაჭრობის თვალსაზრისით. ეს სწორედ იმ ტიპის პროექტია, რომელსაც EBRD სიამაყით დაუჭერს მხარს და მომავალშიც ვისურვებდით მსგავსი ტიპის თანამშრომლობას სხვა ადგილობრივ მრეწველებსა და მწარმოებლებთან, დაფინანსების სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით“ - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა განახორციელა 3.37 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 234 პროეტში საფინანსო, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგო სექტორებში. ამ ინვესტიციების 90 პროცენტი კერძო სექტორის განვითარებაზეა მიმართული.

ჩვენ გირჩევთ

ვინ არიან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის

რა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს 5G? - მზადება რევოლუციისთვის

ვინ არიან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის

ვინ არიან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მფლობელები

წინა სტატია

Армения 9.2%, Грузия 5.1% - какая экономика в регионе растет быстрее
20 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

EBRD supports expansion of Chirina, a poultry farm in Georgia
21 ივნისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა