გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის

გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის

გრანთ თორნთონ საქართველოსა და ახვლედიანი კონსალტინგის პარტნიორებმა გამოაცხადეს კომპანიათა შერწყმის შესახებ შეთახმება. ორი ორგანიზაციის შერწყმით იქმნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში.

შერწყმის შედეგად, გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ხდება ქვეყნის ყველაზე სწრაფად განვითარებადი აუდიტორული ფირმა საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსებით, ექსპერტული გამოცდილებითა და სანდოობით ადგილობრივ ბაზარზე. შერწყმის ღონისძიება საშუალებას აძლევს საერთაშორისო ბრენდს, გახდეს ლიდერი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში მოქმედი დინამიური ორგანიზაციებისთვის.   

ნელსონ პეტროსიანი, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აცხადებს: “ახვლედიანი კონსალტინგთან შერწყმა ჩვენთვის სტრატეგიული წინგადადგმული ნაბიჯია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ლოკალური მიდგომები და საბაზრო რეპუტაცია ისეთი მომსახურებების გაწევისას, როგორიცაა: საგადასახადო შემოწმება, შეფასება და შესყიდვების შესაბამისობა.  შერწყმის შედეგად ჩვენ შევძლებთ, კლიენტებს შევთავაზოთ უნიკალური კონკურენტუნარიანი სერვისები და გავზარდოთ ისეთი სფეროების მომსახურება, როგორიცაა: უძრავი ქონება და მშენებლობა, ჯანდაცვა, განათლება და საჯარო სექტორი.

“აღნიშნული შერწყმა უნიკალურია ქართული პროფესიული სერვისების ინდუსტრიაში, რადგან პირველად ხდება საერთაშორისო ბრენდის ადგილობრივ ფირმასთან შერწყმა, გლობალური ექსპერტიზისა და ლოკალური ცოდნის კომბინაცია.“

გრანთ თორნთონი და ახვლედიანი კონსალტინგი ორი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიაა. სერვისის სრულყოფა მათი მთავარი ფასეულობაა. კომპანიები ორიენტირებულნი არიან კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებასა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებაზე.

ზვიად ახვლედიანი, თანა-მმართველი პარტნიორი: “მჯერა, რომ ჩვენი კონსოლიდაცია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საერთაშორისო ქსელთან ახალ დასაბამს დაუდებს ჩვენს პროფესიულ განვითარებას და გაამდიდრებს მას საერთაშორისო გამოცდილებით. ჩვენს კლიენტებსაც და კადრებსაც სურთ, იმუშაონ საუკეთესო ბიზნესთან. სწორედ, ესაა შერწყმის ღონისძიების მიზანიც.”

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *