ლარი გაუფასურებას განაგრძობს

24 აპრილს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.26-ია, ხოლო ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე 2.27-ს აღწევს.

ლარის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელება უკავშირდება ეკონომიკაში არსებული უარყოფითი ტენდენციების შენარჩუნებას. ეს არის ექსპორტის შემცირება, რომელიც გასულ თვეში 28%-ით შემცირდა; უცხოელ ვიზიტორთა შემცირება, რომელიც მარტში 2.2%-ით შემცირდა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება, რომელიც გასულ თვეში 23.5%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული მიმართულებებით უარყოფითი ტენდენციები აპრილშიც გრძელდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოველი თვის ბოლო რიცხვებში უფრო მეტი ზეწოლაა ლარის კურსზე, რადგან თვის ბოლოს მოსახლეობა აღებულ სესხებს ფარავს და დოლარის შესყიდვა სჭირდებათ.

წინა სტატია

გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისი ახვლედიანი კონსალტინგს ერწყმის
23 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

თბილისური ჰოსტელიადა
24 აპრილი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა