მაისში ლარში განთავსებული დეპოზიტები 402 მილიონი ლარით გაიზარდა

2019 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 87 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 544 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 26 მლნ დოლარით), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 402 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, მაისის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.6% შეადგინა. აპრილის ბოლოს დოლარიზაცია 62.8%, ხოლო ერთი წლის წინ 62.7% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 15.7 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.5 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2018 წლის პირველ ივნისთან შედარებით, 2019 წლის პირველ ივნისს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.5 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 256 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია, ერთი წლის წინაც 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.4% იყო.

გრაფიკი: ლარში განთავსებული დეპოზიტების ტენდენცია, მილიარდი ლარი

ჩვენ გირჩევთ

რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და რუსეთი

უძრავი ქონების ციფრული შესაძლებლობა

რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და რუსეთი

რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და რუსეთი

წინა სტატია

ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს
26 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 966 მილიონი ლარით გაიზარდა
26 ივნისი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა