როდესაც სახლი შენი ბიზნესია

“ბლოქსი” ქართულ სამშენებლო ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და მის პორტფელში უკვე არის თბილისში დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსები. თუმცა კომპანიის გეგმები ბევრად მასშტაბურია – “ბლოქსი” დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, რეგიონში პირველი Hampton by Hilton-ის სასტუმროს და საცხოვრებელი კომპლექსის, Hill Home Residence-ის მშენებლობას იწყებს.

თბილისი იზრდება - იზრდება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყოველწლიურად დედაქალაქს რამდენიმე ათეული ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი ემატება. მოთხოვნა/მიწოდების ზრდის პარალელურად იზრდება კონკურენციაც. სამშენებლო კომპანიების რეკლამებს დღეს ყველგან წააწყდებით. ამ კონკურენციაში გამორჩეულობა კი მარტივი საქმე არაა, თუმცა კომპანიამ, რომელზეც სტატიაში უნდა მოგიყვეთ, ეს შეძლო და ბიზნესის ისეთი მიდგომა დასახა, რომელიც მოგებიანი არა მარტო დეველოპერული კომპანიისთვის, არამედ მომხმარებლისთვისაცაა.

“BLOX • ბლოქსი” ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და დღეისთვის დეველოპერული კომპანიის პორტფოლიოში უკვე არის ორი დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში. “უძრავ ქონებაში ინვესტირება ყოველთვის მოგებიანია” – სწორედ ამას ეუბნება კომპანია მომხმარებელს და ავლაბარში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბიზნესის დაწყებას სთავაზობს.

Hill Home Residence-ი თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბარში, ქეთევან წამებულისა და ბოჭორმის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ქალაქის ცენტრში 23-სართულიანი შენობა, არც მეტი არც ნაკლები, მორგებული იქნება Airbnb-ის მეშვეობით მისი გაქირავების სტანდარტებზე. ტურისტების ნაკადის ზრდის პარალელურად, კომპანიამ აქცენტი სწორედ ამ სექტორზე გააკეთა და ბინების მყიდველებს ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომლებიც სრულად იქნება მორგებული როგორც ტურისტების, ასევე გამქირავებლის კომფორტზე.

“Airbnb-ის ქართველი მომხმარებელი აქტიურად იყენებს. ავლაბრის პროექტი თავისი მდებარეობით საკმაოდ მოგებიანია: აეროპორტთან ახლოს, ქალაქის ტურისტულ ცენტრში, ისტორიული უბნიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე. ავლაბარი დღითი დღე მიმზიდველი ხდება. გარდა იმისა, რომ ადგილზე მოხვედრა ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, ტერიტორია, ცენტრისგან განსხვავებით, ნაკლებად გადატვირთულია, იგრძნობა სიმშვიდე, რომელიც სხვა უბნებში დღეს ძნელი საპოვნელია”, – ამბობს ეკა ურეკაძე – კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Hill Home Residence-ის კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული იქნება კომერციული ფართები, ასევე მიწისქვეშა პარკინგი, ხოლო 22 სართული სრულად დაეთმობა საცხოვრებელ ბინებს. ჯამში ადგილზე 130-მდე საცხოვრებელი ბინა განთავსდება, კომპლექსი კი სრულად მსოფლიო ბრენდის Hilton-ის სტანდარტების დაცვით იქნება აშენებული.

კომპლექსის ნაწილი ახალი 170-ნომრიანი სასტუმრო Hampton By Hilton-ი იქნება. Hilton-ის ბრენდის სასტუმრო Hampton-ი რეგიონში პირველად სწორედ თბილისში დაიწყებს ოპერირებას. Hampton-ი ბრენდის ახალი ხაზია, რომელიც განსხვავებული დიზაინითა და ინტერიერით წარდგება მომხმარებლის წინაშე. შემოდგომაზე Hilton Worldwide-სა და “ბლოქსს” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა Hampton By Hilton-ის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე, რომელსაც 2300-ზე მეტი ფილიალი აქვს მსოფლიოში. კავკასიის რეგიონში Hampton By Hilton-ი პირველი სასტუმროა, რომელსაც “ბლოქსი” თბილისში ააშენებს.

“შენობის ვიზუალური მხარე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მყიდველი მას როგორც ბიზნესს, ისე უყურებს. მთლიანი კომპლექსი Hilton-ის სტანდარტებით აშენდება, ბრენდის ხარისხის ნიშანი გავრცელდება როგორც სასტუმროზე, ასევე საცხოვრებელ კომპლექს Hill Home Residence-ზე. ჩვენი სურვილია, რომ მყიდველმა საცხოვრებლის შეძენა ისეთ ინვესტიციად განიხილოს, რომელიც სამომავლოდ დიდ მოგებას მოუტანს”, – ამბობს თეო გეგიაძე, კომპანიის კომერციული დირექტორი და დასძენს, რომ გამორჩეული იქნება შენობის ფასადიც, რომელიც რამდენიმე ფერში იქნება წარმოდგენილი, ფერთა პალიტრა კი შენობის სხვადასხვა ნაწილში შეიცვლება.

ბინის გაქირავება რომ თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის შემოსავლის მიღების სარფიან წყაროდ იქცა, სადაო არაა, თუმცა ციფრებით გამყარებულ რამდენიმე ფაქტსაც მოვიშველიებ: G&T-ის კვლევის მიხედვით, თბილისში Airbnb- ის მეშვეობით ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი ყოველ წელს იზრდება. ამ სახის შემოსავალმა 2018 წელს 23 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს – 12 მლნ დო ლარი, ხოლო 2016 წელს – 4 მლნ დოლარი. გასულ წელს 10 000-ზე მეტი ბინა იყო გაქირავებული, 2017 წელს – 6300, ხო ლო 2016 წელს – 4100. გამოდის, რომ ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ თბილისში პორტალზე განთავსებული ბინების რაოდენობა 2.5-ჯერ გაიზარდა.

Hill Home Residence-ში უსაფრთხოების სისტემებთან ერთად იქნება კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურება. გარდა ამისა, შენობაში განთავსდება ე.წ. სათავსოები ბარგის დროებით შესანახად, რაც ტურისტებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის.

“გვსურს, ჩვენს კლიენტებს და მათ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტული გარემო დავახვედროთ. განვიხილავთ იმასაც, რომ გასაყიდად სრულად გარემონტებული, საცხოვრებლად საჭირო ყველა ნივთით შევსებული სახლები გავყიდოთ, მათ შორის – ავეჯით გაწყობილი. გვინდა, ყველა ის დეტალი გავითვალისწინოთ, რაც მომხმარებელს საცხოვრებლის ბიზნესად ქცევაში დაეხმარება. მათ შორის შესაძლოა იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინის დალაგების უფასო სერვისიც”, – ამბობს თეო გეგიაძე.

კომპანია აქცენტს საშუალო სეგმენტზე აკეთებს. თვლიან, რომ მაღალი და დაბალი კლასის ნიში დღეს გარკვეულწილად ათვისებულია, ტურისტების მხრიდან მოთხოვნა კი სწორედ საშუალო საფასო სეგმენტზეა.

“Hampton By Hilton-ი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა, საშუალო ფასებით. Hilton-მაც დაინახა, რომ საქართველოში სწორედ ეს სეგმენტია აუთვისებელი და მის დაკავებას ვცდილობთ”, – ამბობს ეკა ურეკაძე.

ქართულმა კომპანიამ მსოფლიო ბრენდ Hilton WorldWide- თან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. როგორც თავად ამბობენ, წინამოსამზადებელ პერიოდში ყველაზე დიდი დრო კომპლექსის დიზაინისა და არქიტექტურის შექმნას დაუთმეს.

“როგორც Hilton-ის წარმომადგენლებიც ამბობენ, ეს საქართველოშიც და რეგიონშიც მათთვის გამორჩეული პროექტი იქნება. თავად ბრენდის მოთხოვნაც იყო, რომ კომპლექსი ვიზუალურად მიმზიდველი და დახვეწილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დიზაინზე და სასურველ შედეგამდე მივედით”.

კომპანია “BLOX • ბლოქსი” - სთვის ავლაბრის კომპლექსი სასტუმრო ბიზნესში პირველი არ იქნება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ თბილისის ისტორიულ უბანში აფთიაქარ ევგენი ზემელის ყოფილი აფთიაქის შენობის მიმდებარე ტერიტორიისთვის ახალი იერსახის მინიჭება გადაწყვიტა და კოსტავას ქუჩაზე N15-ში/ პიერ კობახიძის N6; ზემელის სახელობის 23-ნომრიანი ბუტიკი-სასტუმრო ააშენა. “სასტუმრო ზემელი” სრულად პასუხობს მსოფლიო ბაზარზე არსებულ მაღალ სტანდარტებს, მისი თითოეული ნომერი კი ექსკლუზიური ნამუშევრებითაა გაფორმებული.

“ზემელის სასტუმროს ოფიციალური გახსნა ივნისშია დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ინტერიერი და სერვისი მაღალ კლასზეა გათვლილი, ამ შემთხვევაშიც გვსურს, საშუალო საფასო სეგმენტი დავიკავოთ”.

“უძრავ ქონებაში დაბანდებული თანხა არასდროსაა დაკარგული”, – კომპანია “ბლოქსი” უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელებას აანონსებს როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მანამდე კი თბილისის ცენტრს კიდევ ერთი ფერადი კომპლექსი შეემატება Hampton by Hilton-ისა და Hill Home Residence-ის სახით.

ჩვენ გირჩევთ

ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

უძრავი ქონების ციფრული შესაძლებლობა

ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

ბიზნესს კონცენტრაციის ნებართვისთვის, შესაძლოა, საფასურის გადახდა მოუწიოს

წინა სტატია

მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 966 მილიონი ლარით გაიზარდა
26 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

ევროპაში ქართული ღვინის საშუალო ფასი $5-ია, რუსეთში $3 - სად ფასობს ძვირად ქართული ღვინო
26 ივნისი, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა