EBRD: ღრმაწყლოვან პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის

“ღრმაწყლოვან პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის”, – განაცხადა Forbes-თან ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების ჯგუფის მმართველმა დირექტორმა ნანდიტა ფარშადმა. მისი თქმით, EBRD აკვირდება ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და იმას, გახდება თუ არა პროექტი ბანკებისთვის მიმზიდველი.

“საქართველოს პორტები ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში ყოფნისას გამახსენდა თუ რა მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს აბრეშუმის გზაზე. საქართველო გლობალური ინტეგრაციისა და ვაჭრობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ადგილზეა, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია. საქართველოს ზღვაზე წვდომა მნიშვნელოვანია არამხოლოდ თქვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის განვითარებისთვისაც. თქვენ გყავთ მეზობლები, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი. ასე რომ ღრმაწყლოვან პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ეს არის ის სფერო რომლის მხარდაჭერაც გვსურს. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიას, ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროექტში. ამჯერად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ვაკვირდებით გახდება თუ არა ეს პროექტი ბანკებისთვის მიმზიდველი”, – ამბობს ნანდიტა ფარშადი.

ჩვენ გირჩევთ

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდი დოლარია

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

როგორ იცვლებოდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე ბოლო 10 წელში
01 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

EBRD: ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა
01 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა